დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მოდინახეს აღდგენითი სამუშაოები იწყება
2013/07/05 16:13:19

საჩხერის მუნიციპალიტეტის სავიზიტო ბარათად აღიარებული მოდინახეს აღდგენით სამუშაოებს 6 ივლისიდან დაიწყებენ. მოდინახე ცნობილი ციხეა საწერეთლოში, რომელიც 1991 წლის აპრილის მიწისძვრის დროს დაინგრა. მოდინახეს, თავდაცვითი ფუნქციის გარდა, საცხოვრებელი და სარიტუალო დანიშნულებაც ჰქონდა გვიანდელ ფეოდალურ ხანაში.

„21-ე საუკუნეში ასეთი ლანდშაფტისა და ისტორიული წარსულის მქონე ძეგლი უყურადღებოდ არ შეიძლება იყოს დარჩენილი. საჩხერე არასდროს ყოფილა განებივრებული რეკრეაციული დანიშნულების ობიექტებით. ჩვენ ვცდილობთ, რომ პატარა მუნიციპალური ცენტრი დასავლეთ ევროპული ტიპის ქალაქად ვაქციოთ. ძალიან ბევრი გავაკეთეთ გაზაფხულზე ქალაქის გამწვანების თვალსაზრისით, თუმცა ეს საკმარისი ნამდვილად არ არის.  ჩამოვაყალიბეთ აიპ ფონდი „მოდინახე“, რომელიც ძალიან ბევრ კარგ საქმეს წარმატებით დააგვირგვინებს, მათ შორის მოდინახეს აღდგენას, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, ინფრასტრუქტურულად გავმართავთ ყველა ნიუანსს და მალე საჩხერე იქნება ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული ქალაქი,“ – აღნიშნა „პოსტკრიპტუმთან“ საუბარში საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარემ, ინგა ზაბახიძემ.

თავდაპირველად მოდინახეს მიდამოების გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდება. საჩხერის მოქალაქეების ძალისხმევას მოხალისე სტუდენტებიც დაემატება თბილისისა და ბათუმის უნივერსიტეტებიდან.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1924
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია