დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის, ფოთისა და ანაკლიის წყალმომარაგებაზე ესპანელები იზრუნებენ
2013/07/04 12:41:07

დავით ნარმანიამ ქუთაისში ესპანურ კომპანიასთან მემორანდუმი გააფორმა

ამ წუთებში ქუთაისის წყალმომარაგების კომპანიაში რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ნარმანია ტენდერში გამარჯვებული ესპანური კომპანიის „კობრა ინსტალაციონეს ი სერვისიოს“ წარმომადგენლებს ხვდება. მინისტრმა გააფორმა მემორანდუმი, რომლის თანახმადაც ესპანურმა კომპანიამ უნდა მოაწესრიგოს სასმელი წყლის მიწოდება, ქსელის რეაბილიტაცია და მოწესრიგება ქუთაისში, ფოთსა და ანაკლიაში. კონტრაქტორ კომპანიასთან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ესპანური კომპანია ვალდებული იქნება, იზრუნოს სასმელი წყლის მიწოდების ხარისხზე აღნიშნულ ქალაქებში. პროექტის პირველი ეტაპის საერთო ღირებულება 60 მილიონი დოლარია, რომლის ათვისება 2016 წლამდე უნდა მოხდეს. იგი აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით განხორციელდება.

მემორანდუმის გაფორმებას ქუთაისის წყალმომარაგების კომპანიაში ესწრებიან ქალაქის მერი დიმიტრი კოპალიანი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია და ზუგდიდის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1914
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია