დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სექტემბრიდან სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასი გაიზრდება
2013/07/03 11:38:14

განათლების სამინისტროში ავრცელებენ ინფორმაციას საჯარო სკოლების დირექციისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკრური  პერსონალისათვის ხელფასის გაზრდის შესახებ. 2013 წლის 1 სექტემბრიდან ყველა საჯარო სკოლის მომსახურე პერსონალს ხელფასები საშუალოდ 40-45%-ით გაეზრდება. ამის შესახებ განათლების მინისტრმაც გაავრცელა ინფორმაცია.

„საჯარო სკოლის დირექტორის საშუალო ხელფასი, რომელიც 460 ლარს (მინიმუმ 300 ლარი, მაქსიმუმ 1800 ლარი) შეადგენს, სექტემბრიდან  გაიზრდება და 600 ლარს (მინიმუმ 400 და მაქსიმუმ 1800 ლარი) მიაღწევს;

საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილის საშუალო ხელფასი 335 ლარია (მინიმუმ 60 ლარი, მაქსიმუმ 1300 ლარი), სექტემბრიდან კი, 400 ლარი (მინიმუმ 330 და მაქსიმუმ 1100 ლარი) გახდება;

საჯარო სკოლის ბუღალტრის საშუალო ხელფასი 235 ლარია (მინიმუმ 60 ლარი, მაქსიმუმ 1300 ლარი), სექტემბრიდან ის 320 ლარს მიაღწევს (მინიმუმ 220 და მაქსიმუმ 1000 ლარი);

საჯარო სკოლის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორის  საშუალო ხელფასი, რომელიც დღეს 230 ლარია (მინიმუმ 40 ლარი, მაქსიმუმ 1100 ლარი), სექტემბრიდან 300 ლარს (მინიმუმ 220 და მაქსიმუმ 700ლარი) მიაღწევს;

საჯარო სკოლის დამლაგებლის საშუალო ხელფასი დღეს 115 ლარია (მინიმუმ 25 და მაქსიმუმ 420 ლარი), სექტემბრიდან კი ის ასევე გაიზრდება და 210 ლარს მიაღწევს (მინიმუმ 150 და მაქსიმუმ 350 ლარი) და ა.შ.

სკოლებში ასევე გაიზრდება მინიმალური თანამდებობრივი სარგოც, რომელიც საარსებო მინიმუმზე ნაკლები არ იქნება და ამ ეტაპზე 150 ლარს მიაღწევს“, - აცხადებენ განათლების სამინისტროში.  

 (ი.ბ.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1805
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია