დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„თავისუფალი საქართველოს“ წევრები ქუთაისის ვიცე-მერის სამსახურიდან გაშვებას ითხოვენ
2013/07/01 15:39:50

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის წევრები ქუთაისის ვიცე-მერის, კოტე რატიანის პასუხისმგებლობის საკითხის დაღენებას  და სამსახურიდან გაშვებას მოითხოვენ.

საქმე ქუთაისში კიკვიძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეხება.

როგორც ორგანიზაციის წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, 2013 წლის ბიუჯეტში ჩასმული იყო კიკვიძის ქუჩის სრული რეაბილიტაციის პროექტი, რაშიც იგულისხმებოდა ღვარსადენების, წყალსადენების და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგება, რისთვისაც ბიუჯეტში გათვლილი იყო 175 ათასი ლარი. გამოცხადებულ ტენდერში  ინდ.მეწარმემ, ვინმე ახვლედიანმა, გაიმარჯვა. ქუჩაზე უკვე დაწყებულია სამუშაოები, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტში თანხები, მხოლოდ წყალსადენების გაყვანისათვის არის გამოყოფილი და სხვა სამუშაოები დაუსრულებელი რჩება. ბიუჯეტიდან საკმარისი თანხის არგამოყოფის გამო გამარჯვებულმა ინდ. მეწარმემ მიმდინარე სამუშაოები შეაჩერა, რის გამოც დაზარალებული კიკვიძის ქუჩის მცხოვრებნი დარჩნენ.

„უცებ სასწრაფოს ან სახანძროს გამოძახება რომ დაჭირდეთ ადგილობრივებს, მანქანა ვერ გაივლის, ისეთ მდგომარეობაშია ქუჩა. მივმართავ მერს, დანიშნოს რიგგარეშე საკრებულოს სხდომა, მოხდეს საქმის კონტროლი. უსუსურია ის საკრებულო, რომელიც მსგავს დარღვევებს ვერ პოულობს და სამწუხაროა ის, რომ  საკრებულოში ერთი წევრიც არ არის, რომელიც ასეთ ფაქტებზე ისაუბრებს. მოვითხოვთ,  ვიცე-მერი, კოტე რატიანი, უპასუხისმგებლობის გამო, სამსახურიდან გაუშვან, რადგან სწორედ რატიანი კურირებდა ამ საქმეს. იმ მოსახლეობის წინაშე, რომელსაც  რამდენიმე თვეა ამ მდგომარეობაში უწევს ყოფნა,  ვინმემ ხომ უნდა აგოს პასუხი. სამუშაოები აპრილში დაიწყო და 11 ივნისს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ  შეჩერების გამო, მთელი ქუჩა გადათხრილია,“ - განაცხადა გოგი წულაიამ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1723
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია