დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის გუბერნატორი დაბა ხარაგაულის პრობლემით დაინტერესდა
2013/06/29 14:01:11

იმერეთის გუბერნატორმა  ვახტანგ ბალავაძემ ხარაგაულის რაიონში შეჩერებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა და სამინისტროენბს მოუწოდა, შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტების  ბედით დაინტერსდნენ, რათა  შეჩერებულმა სამუშაოებმა  დასრულებული სახე მიიღოს.

გუბერნატორი  რაიონში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პრობლემებს ადგილზე გაეცნო. ხარაგაულში  მთავარ პრობლემას ჯერ კიდევ გადაუჭრელი ნაპირსამაგრი სამუშაოები,  გაზიფიცირების შეჩერებული პროექტი და დაბინძურებული სასმელი წყალი წარმოადგენს.

ვახტანგ ბალავაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ სასოფლო-სამეურნეო პროგრამებზე ესაუბრა. ადგილობრივების განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო ბარათებისა და ტექნიკის სიმცირემ დაბა ხარაგაულში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაგვიანება გამოიწვია.  

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირაში ინტერნეტპორტალმა psnews.ge-მ გააშუქა დაბა ხარაგაულის სასმელი წყლის პრობლემა. არასამთავრობო ორგანიაზაცია „პი ემ არტის საზოგადოების მონიტორინგისა და კვლევის ცენტრის" მენეჯერმა, რუსუდან გურგენიძემ psnews.ge-სთან საუბრისას ხარაგაულში წყლის პრობლემის მოუწესრიგებლობის გამო, შენიშვნები უშუალოდ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სერვის ცენტრის ხელმძღვანელის, მიხეილ თათარაძის მისამართით გამოთქვა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1910
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია