დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
1 ივლისიდან ბაზრობებზე სალარო აპარატის გამოყენება სავალდებულო ხდება
2013/06/28 14:46:31

1 ივლისიდან  ბაზარსა და ბაზრობებზე მომუშავე ფიზიკურ პირებს სალარო აპარატების გამოყენება მოუწევთ. აღნიშნულს „საგადასახადო კოდექსი" ითვალისწინებს.

ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის დახლიდან, სალარო აპარატების გამოყენებისგან 2013 წლის 1 ივლისამდე იყვნენ გათავისუფლებულნი.

ეს ნორმა პირველ ივლისს იცვლება.

უმრავლესობის წევრმა, ზურაბ ტყემალაძემ პარლამენტს უკვე მიმართა ფიზიკური პირებისთვის სალარო აპარატების გამოყენების უფლების  2014 წლის 1 იანვრამდე გადავადების ინიციატივით.

უმრავლესობის თანხმობის შემთხვევაში დეპუტატებს კანონის დაჩქარებული რეჟიმით განხილვა მოუწევთ, რომ ცვლილება 2013 წლის 1 ივლისს ძალაში შევიდეს და ბაზარში და ბაზრობებზე მომუშავე ადამიანებს სალარო აპარატის გამოუყენებლობა უკანონობაში არ ჩაუთვალონ.

 (ი.ბ.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1868
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია