დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ნაშთის სახით 4 მილიონი საბანკო ანგარიშზე დევს და მისი მიზნობრიობა გაურკვეველია“
2013/06/27 13:28:15

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი 112–ის მომსახურების საფასურის გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობს.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მონაცემებით, 2012 წელს 112–მა ეკონომიკური საქმიანობით 7,5 მილიონზე მეტი შემოსავალი მიიღო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდანვე ირკვევა, რომ გასული წლის ხარჯებმა 3,5 მილიონს გადააჭარბა, ხოლო წლის ბოლოს ნაშთის სახით თითქმის 4 მილიონი დარჩა, რომელიც საბანკო ანგარიშზე დევს და მისი მიზნობრიობა გაურკვეველია.

არასამთავრობო ორგანიზაციის ანალიტიკოსი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ საქმიანობის დასაწყისში 112-ისთვის ბიუჯეტიდან 2,5 მილიონი იყო გამოყოფილი და პარალელურად სამსახურის ამოქმედებამდე 7 თვის განმავლობაში მოქალაქეებისთვის არარსებული მომსახურების თანხის ჩამოჭრა მოხდა. მისი თქმით, დასაანგარიშებელია, საჭიროა თუ არა მომსახურების ის ტარიფი, რაც დღეს მოქმედებს, რადგან დღევანდელი მონაცემებით ტარიფის დათვლა შეუძლებელია, ხოლო 112 მონაცემებს ვერ ასაბუთებს.

112-ში განმარტავენ, რომ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ გამოქვეყნებული ციფრები არასწორია. მათივე ცნობით, შემოსვლის სახით მიღებული თითქმის 8 მილიონიდან ხარჯები 6 მილიონზე მეტი იყო, ხოლო არსებულ ნაშთს ბიუჯეტიდან  ერთჯერადად გადმორიცხული 2,5 მილიონი დაემატა. მათივე თქმით, ნაშთი განვითარების პროექტებს მოხმარდება. 2012 წლის 1–ლი იანვრიდან ყველა მობილური ოპერატორის მომხმარებელი ფიზიკური პირი, რომელიც ერთი თვის განმავლობაში საკუთარი ანგარიშიდან 5 ლარზე მეტს ხარჯავს, 112-ის მომსახურების ყოველთვიურად 20 თეთრს, ხოლო იურიდიული პირი 50 თეთრს იხდის.

 წყარო BPI

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1788
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია