დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მომავალი სასწავლო წლიდან საბავშვო ბაგა-ბაღების მუშაობა ორი საათით შემცირდება?
2013/06/27 12:56:19

ხელისუფლების ინიციატივამ, მომავალი წლიდან საბავშვო ბაღებში უფასო  სწავლებასთან დაკავშირებით, უკვე გამოიწვია დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით: თუკი საბავშვო ბაღები უფასო გახდება, ეს მძიმე ტვირთად დააწვება ბიუჯეტს და ადგილობრივი თვითმმართველობები მხოლოდ  საკუთარი ხარჯებით ბაღების შენახვას ვეღარ შეძლებენ. მათ მოსაზრებებს არ იზიარებენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, თუმცა, მიუხედავად ამ დაპირისპირებისა, საკითხის განხილვა ჯერ არ დასრულებულა.  საბავშვო ბაღებში უფასო სწავლების შემთხვევაში მოსალოდნელ პრობლემებზე საუბრობს ააიპი ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი  მაია პაქსაძე.

„ჯერ არაა საბოლოოდ დადგენილი, გახდება თუ არა საბავშვო ბაგა-ბაღები უფასო. ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მაგრამ, თუ ბაღებში სწავლება უფასო გახდება, მაშინ აუცილებელი იქნება ჩვენი ბიუჯეტი რამდენიმე მილიონი ლარით გაიზარდოს. ამ დროისათვის ქუთაისის საბავშვო ბაღების დაფინსება 7 150 000 ლარს შეადგენს. ასევე საჭირო გახდება ახალი ბაგა-ბაღების დამატება, რადგან ქალაქში 14 921 ბავშვია აღრიცხული, მათგან ამჟამად ბაღში 9000-მდე დადის, თუკი ბაღები უფასო გახდება, ჩნდება ალბათობა იმისა, რომ ამ რიცხვმა კიდევ რამდენიმე ათასით მოიმატოს, რის გამოც აუცილებელი გახდება ახალი ბაღების დამატება. ქალაქის მასშტაბით, რამდენიმე ბაღში მთლიანი ფართია ათვისებული, მათთან ვერ მოხდება ახალი ჯგუფების დამატება, შესაბამისად, ნაკადის გაზრდისას მოგვიწევს სხვა შენობები მოვიძიოთ,“- განაცხადა მაია პაქსაძემ.

მანვე უარყო ბოლო დროს საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მომავალი სასწავლო წლიდან უფასო საბავშვო ბაღების გამო  მუშაობის გრაფიკი შემცირდება და კვება ერთჯერადი გახდება.

„ამისთვის ვიბრძოდით, რომ ბაღებში მუშაობა 18 საათამდე გაგვეზარდა და ახლა ისევ უკან დაბრუნებას არ ვაპირებთ, არავითარ შემთხვევაში საბავშვო ბაღის მუშაობა 16:00 საათზე არ დაასრულდება. მშობლების სამსახური უმეტეს შემთხვევაში 18:00 საათზე მთავრდება და ამ ორი საათის განმავლობაში ბავშვებს ქუჩაში ხომ ვერ დავტოვებთ? მინდა, ყველა დავამშვიდო, რომ არც კვების რეჟიმი შეიცვლება და  კვლავ ორჯერადი იქნება,“ – აღნიშნა psnews.ge-სთან საუბრისას ააიპი ქ. ქუთაისის ბაღების გაერთიანების  ხელმძღვანელმა მაია პაქსაძემ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1809
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია