დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საერთაშორისო მისიამ საქართველოს სტატისტიკური სისტემის შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა
2013/06/26 15:53:19

 

საერთაშორისო მისიამ საქართველოს სტატისტიკური სისტემის  შეფასების 
ანგარიში გამოაქვეყნა 
საერთაშორისო მისიამ საქართველოს სტატისტიკური სისტემის გლობალური შეფასების 
ანგარიში გამოაქვეყნა. 
როგორც „საქსტატში" განმარტავენ, გლობალური შეფასების მიზანია „საქსტატის" 
მიერ წარმოებული ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის შესაბამისობის 
შეფასება ევროპულ სტანდარტებთან, გაეროს ფუნდამენტურ პრინციპებთან, ევროპის 
სტატისტიკური პრაქტიკის კოდექსთან, ასევე ევროსტატის სტატისტიკურ მოთხოვნებთან.
 გლობალური შეფასება მიზნად ისახავს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული 
სამსახურის გაუმჯობესების ხელშეწყობას და საქართველოს სტატისტიკის სისტემის 
საერთაშორისო და ევროპულ რეკომენდაციებსა და საუკეთესო პრაქტიკასთან 
შესაბამისობაში მოყვანას. 
 „საერთაშორისო მისიის შეფასება არის საკმაოდ პოზიტიური. მისია ხაზს 
უსვამს „საქსტატის" თანამშრომლობის მაღალ კვალიფიკაციას. მისიას დადებითი 
განწყობა აქვს ასევე სამომავლო ხედვებთან დაკავშირებით. ანგარიშის მიხედვით, 
პოზიტიურადაა შეფასებული ჩვენი კანონმდებლობა, რაც წინგადადგმული ნაბიჯი იყო 
ჯერ კიდევ 2009 წელს, როდესაც შესაბამისი კანონი იქნა მიღებული. თუმცა იმისათვის, 
რომ დავუახლოვდეთ ევროტანდარტებს მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები და 
რეფორმებია გასატარებელი,”-განაცხადა  საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა 
ჭელიძემ.

საერთაშორისო მისიამ საქართველოს სტატისტიკური სისტემის გლობალური შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც „საქსტატში" განმარტავენ, გლობალური შეფასების მიზანია „საქსტატის" 

მიერ წარმოებული ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის შესაბამისობის შეფასება ევროპულ სტანდარტებთან, გაეროს ფუნდამენტურ პრინციპებთან, ევროპის სტატისტიკური პრაქტიკის კოდექსთან, ასევე, ევროსტატის სტატისტიკურ მოთხოვნებთან.გლობალური შეფასება მიზნად ისახავს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გაუმჯობესების ხელშეწყობას და საქართველოს სტატისტიკის სისტემის საერთაშორისო და ევროპულ რეკომენდაციებსა და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანას. 

 „საერთაშორისო მისიის შეფასება არის საკმაოდ პოზიტიური. მისია ხაზს უსვამს „საქსტატის" თანამშრომლობის მაღალ კვალიფიკაციას. მისიას დადებითი განწყობა აქვს ასევე სამომავლო ხედვებთან დაკავშირებით. ანგარიშის მიხედვით, პოზიტიურადაა შეფასებული ჩვენი კანონმდებლობა, რაც წინგადადგმული ნაბიჯი იყო ჯერ კიდევ 2009 წელს, როდესაც შესაბამისი კანონი იქნა მიღებული. თუმცა იმისათვის, რომ დავუახლოვდეთ ევროსტანდარტებს მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები და რეფორმებია გასატარებელი,”-განაცხადა  საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ჭელიძემ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1822
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია