დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვის ეკუთვნის ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა და რაში ადანაშაულებენ "ჰერკულესის" მუშები ადმინისტრაციას
2013/06/26 12:48:28

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის წევრებმა ავანგარდის დასახლებაში მდებარე ქარხანა „ჰერკულესში“  არსებული მდგომარეობა გააპროტესტეს, პარტიის წევრების განცხადებით, ქარხანა 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაიხურა, თუმცა გოგი წულაიას თქმით, მისი მესაკუთრის, ვანო მერაბიშვილის, დაკავების შემდეგ მუშაობა ისევ განაახლა.

„გაურკვეველია, მოხდა თუ არა მესაკუთრის შეცვლა, მაგრამ მუშების მდგომარეობა არ შეცვლილა: ისინი კვლავ მძიმე პირობებში განაგრძობენ საქმიანობას – დღის განმავლობაში 12 საათიან რეჟიმში, 1 საათიანი შესვენებით, მუშაობენ. მივმართავთ ხელისუფლებას, მოხდეს ქარხანაში მომუშავე ადამიანების მდგომარეობის გარკვევა და დასაქმებულებისთვის  ნორმალური სამუშაო პირობების შექმნა,“ – განაცხადა გოგი წულაიამ.

„თვისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე 2011 წელს „ჰერკულესის“ გაფიცული მუშების დარბევის შესახებაც ისაუბრეს.

„ეს იყო 26 მაისის მსგავსი დარბევა. ჩამოყვანილმა სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეებს ყველა გზა გადაუკეტეს. დარბევის შემდეგ კი, ყველა დააპატიმრეს და წამებისა და ჯარიმის გადახდის მერე გაათავისუფლეს.“ – ამბობს გოგი წულაია.

შეგახსენებთ, რომ მუშები 2011 წელს სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და სპეციალურ უნიფორმას ითხოვდნენ.

წულაიასვე განხადებით, 2011 წლის დარბევას უშუალოდ ადევნებდნენ თვალს იმერეთის მაშინდელი გუბერნატორი ლაშა მაქაცარია და სხვა მაღალჩინოსნები.

შეგახსენებთ, რომ მეტალურგიულ ქარხანა „ჰერკულესს“ მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობა ქიმიური ნარჩენებით გარემოს დაბინძურებაშიც ადანაშაულებდა და ქარხნის საქმიანობის შეწყვეტას ითხოვდა. მაშინ გაზეთმა p.s.-მა მოიძია ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ ხსენებული ქარხანა გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე მუშაობდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1797
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია