დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გარემოს დაცვის სამინისტრო პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს
2013/06/25 14:28:13

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ სამცხე-ჯავახეთში - ბორჯომი, ადიგენი, ახალციხე პრევენციული ღონისძიებები გაატარა.

სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ  შედგენილია 30 ოქმი, ხოლო  ჯარიმების საერთო რაოდენობა  30 000 ლარს აღემატება.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით,  ჩამორთმეულია უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე (სამასალე მორი).

საქმის მასალები გამოძიებისათვის გადაეცა პოლიციას, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.

დეპარტამენტს ანალოგიური ღონისძიებების განხორციელება დაგეგმილი აქვს საქართველოს სხვა რეგიონებშიც, რაც ხელს შეუწყობს გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის ეფექტურად განხორციელებას და სამართალდარღვევათა შემაკავებელი სისტემის ჩამოყალიბებას.

ცნობისათვის, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ 2013 წლის 14 მაისიდან 23 ივნისის ჩათვლით გამოვლენილი იქნა სამართალდარღვევის 118 ფაქტი, მათ შორის:  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 109 ფაქტი;  სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების მქონე 9 ფაქტი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1861
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია