დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პირველი ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ეტაპი იწყება
2013/06/25 14:16:42

2013 წლის  1 ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფართოვდება და  მეორე ეტაპი იწყება.

 როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ფართოვდება ურგენტული შემთხვევების დაფინანსების სპექტრი.

პროგრამა ითვალისწინებს ამბულატორიაში ოჯახის ექიმის მომსახურების, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების დაფინანსებას.

ასევე დაფინანსდება: გეგმიური ოპერაციების ფართო სპექტრი (წლიური ლიმიტი 15 ათასი ლარი. დაფინანსება 70%);

 ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა (წლიური ლიმიტი 12 ათასი ლარი, დაფინანსება 80%);

ორსულთა პატრონაჟი და მშობიარობა (ფიზიოლოგიური 500 ლარი, საკეისრო კვეთა 800 ლარი).

პროგრამის მოსარგებლეებს უფლება აქვთ, თავად აირჩიონ სასურველი კლინიკა საქართველოს ტერიტორიაზე.

შეგახენებთ, რომ  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა.  ის შეეხო საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც 28 თებერვლის მდგომარეობით დაზღვევა არ გააჩნდა.

პროგრამა ითვალისწინებდა 453 ნოზოლოგიის, ოჯახის ექიმის მომსახურების და ბაზისური ლაბორატორიული ანალიზების დაფინანსებას.

პროგრამაში ჩართულია 425 პროვაიდერი დაწესებულება.

28 თებერვლიდან დღემდე პროგრამაში დარეგისტრირებულია 1 347 658 ბენეფიციარი. გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება გაეწია 41 713 პაციენტს, ხოლო გადაუდებელი სტაციონარული შემთხვევა დაფიქსირდა 15 275.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სულ 6 361 132 ლარი გაიხარჯა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1860
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია