დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მარეგულირებელმა კომისიამ აბონენტთა სასარგებლოდ 879000ლარი ჩამოწერა
2013/06/24 23:15:47

„ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით დღეს გამართულ შეხვედრაზე სემეკის თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლებისა და რიგითი მოქალაქეების შეკითხვებს უპასუხა.

გურამ ჩალაგაშვილმა კომისიის მიერ დანერგილ სიახლეებზე ისაუბრა. მისი თქმით, ელექტრო-ენერგიის კომპანიების სატელეფონო მომსახურების ცენტრში შესულ ზარებს თუ ოპერატორები 40 წამში არ უპასუხებენ,  წინააღმდეგ შემთხვევაში აბონენტს შეეძლებათ იჩივლონ და  ყოველ გადაცილებულ წამზე  კომპანიისგან თანხის ანაზღაურება მოითხოვონ.

გურამ ჩალაგაშვილის განცხადებით, ელექტრო-ენერგიის კომპანიას აბონენეტისათვის თანხის გადახდა იმ შემთხვევაშიც მოუწევს თუკი  განცხადებაზე პასუხის გაცემა არსებულ ვადაში არ მოხდება.  დღეს ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ აბონენტს შესული განცხადებიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20 ლარი უნდა დაურიცხოს.  

ჩალაგაშვილის განცხადებით გასულ წელს კომისიაში 1500 განცხადება შევიდა, რის საფუძველზეც მარეგულირებელმა კომისიამ მოსახლეობას 87 9000 ლარი ჩამოაწერა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1816
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია