დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ახალი პროექტი საქართველოსთვის
2013/06/24 15:24:30

საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მოწვევით, ათასწლეულის გამოწვევის საქართველოს ფონდმა, ბიზნეს საზოგადოებას საქართველოში MCC-ის მეორე კომპაქტი წარუდგინა.

კომპაქტი, რომელსაც ხელი უნდა მოეწეროს 2013 წლის ზაფხულში, შედგება სამი პროექტისგან:

ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესების პროექტი - მიზნად ისახავს ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას სკოლების რეაბილიტაციის, პედაგოგთა და სკოლის ხელმძღვანელთა მომზადების გზით და საგანმანათლებლო შეფასებების მხარდაჭერას.

სამრეწველო უნარ-ჩვევების და სამუშაო ძალის განვითარების პროექტი, მიზნად ისახავს ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებას შესაბამისი ტექნიკური უნარების მქონე საქართველოს მოქალაქეებით.

STEM-ის უმაღლესი განათლების პროექტი, რომლის მიზანია ერთი ან მეტი ამერიკული უნივერსიტეტის პარტნიორების მოზიდვა მეცნიერების, ტექნოლოგიის, საინჟინრო და მათემატიკური განათლების მოდერნიზების მიზნით და მაღალი ხარისხის პროგრამების შეთავაზება, რაც ხელს შეუწყობს პროდუქტიულობისა და სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობის გაზრდასა და განვითარებას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.

აღნიშნულ პრეზენტაციას, რომელსაც 100-ზე მეტი უმსხვილესი კომპანია ესწრებოდა, უძღვებოდა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ჯიმ მაკ-ნიკოლასი და MCA-საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გია ზურაბაშვილი.

ამავე წყაროს ცნობით, 2013 წლის 19 ივნისს, აშშ-ს მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დირექტორთა საბჭომ, საქართველოს 140 მლნ დოლარის მოცულობის 5 წლიანი კომპაქტი დაუმტკიცა.

პროექტი  მიზნად ისახავს, მეცნიერების და ტექნოლოგიური განათლების ინვესტირების გზით, ადამიანური კაპიტალის ხარისხის გაზრდას და სამუშაო ძალის განვითარებას.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ იოჰანესმა  აღნიშნა, რომ  კომპაქტი გააძლიერებს საქართველოში არსებულ სასწავლო, აღმზრდელობით და საგანმანათლებლო დაწესებულებებს ისე, რომ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ ის უნარები, რაც პირდაპირ კავშირშია მრეწველობასთან, რომელიც იწვევს ეკონომიკურ ზრდას. „უკეთესად განათლებული მუშახელი დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, განამტკიცებს დემოკრატიულ თანამონაწილეობას და გააუმჯობესებს საქართველოს მდგომარეობას - გახდეს ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი სავაჭრო პარტნიორი,”-განაცხადა იოჰანესმა.  

მომდევნო კომპაქტისათვის საქართველოს მთავრობამ განახორციელა ანალიზი, რომელმაც განსაზღვრა, რომ ადამიანური კაპიტალის არსებული დონე ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი ფაქტორია, რაც განსაკუთრებით იგრძნობა მეცნიერების, ტექნოლოგიის დარგში, საინჟინრო სფეროსა და მათემატიკაში (STEM).

აღნიშნულ სფეროებში განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად და გამომუშავების პოტენციალის გაზრდისათვის, შემოთავაზებული კომპაქტი, სტრატეგიულ ინვესტიციებს განახორციელებს სტუდენტის ზოგადი განათლების ეტაპიდან დაწყებული, ტექნიკური მომზადების და სწავლების მომდევნო საფეხურების დამთავრების ჩათვლით, რომლის დროსაც, ყურადღება გამახვილდება  STEM-ის პროფესიებში ქალთა მონაწილეობის გაზრდაზე. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1703
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია