დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან შემცირებულია
2013/06/24 15:15:03

2013 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1001 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12 პროცენტით ნაკლებია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით,   ექსპორტი 161 მლნ. აშშ დოლარი იყო (8 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 840 მლნ. აშშ დოლარი (13 პროცენტით ნაკლები).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 16 პროცენტი და იმპორტში 29 პროცენტი. (2012 წლის იანვარ-მაისში შესაბამისად 28, 18 და 31 პროცენტი).

ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 36 პროცენტი (2012 წლის იანვარ-მაისში 37 პროცენტი).

 შეგახსენებთ, რომ „საქსტატის" ინფორმაციით, 2013 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3881 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

აქედან ექსპორტი 1001 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი 2880 მლნ. აშშ დოლარს.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013 წლის იანვარ-მაისში  საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48 პროცენტი შეადგინა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1846
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია