დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3881 მლნ. აშშ დოლარია
2013/06/24 15:13:25

2013 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 3881 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ეს მონაცემი 4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე.

3881 მლნ. აშშ დოლარიდან, ექსპორტი 1001 მლნ. აშშ დოლარია, ხოლო იმპორტი - 2880 მლნ. აშშ დოლარი.

 უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 1878 მლნ. აშშ დოლარია და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48 პროცენტს უდრის.

ამავე წყაროს ცნობით, ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67 % შეადგინა.  უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი - 574 მლნ. აშშ დოლარი, აზერბაიჯანი - 508 მლნ. აშშ დოლარი  და უკრაინა - 279 მლნ. აშშ დოლარი.

სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა და 260 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, მთელი ექსპორტის 26 პროცენტი.

ფეროშენადნობების ექსპორტი უდრიდა 105 მლნ. აშშ დოლარს, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში 11 პროცენტს.

მესამე ადგილზე კვლავ აზოტოვანი სასუქების ჯგუფი დაფიქსირდა.

ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 50 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 5 პროცენტი შეადგინა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1950
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია