დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერი მასშტაბური რეორგანიზაციის მიზეზებზე საუბრობს
2013/06/20 17:48:29

დიმიტრი კოპალიანი: -„რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილება ჩემს  მოსვლამდე მიიღეს“

დიმიტრი კოპალიანი ქუთაისის მერიაში დაწყებული მასშტაბური რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის ავტორად საკუთარ თავს არ მოიაზრებს და ამბობს, რომ ეს პროცესი მის მოსვლამდე იყო დაწყებული. მისი თქმით, გათავისუფლების შესახებ დოკუმენტები გაცილებით ადრე  მომზადდა,  ვიდრე ის ქალაქის მერად დაინიშნებოდა.

„ერთი თვით ადრე მომზადდა დოკუმენტები, რომელიც სამსახურების უფროსების გათავისუფლებას ითვალისწინებდა. მათზე დატანილი იყო ხელმოწერებიც. საერთოდ, მხოლოდ ქალაქის მერი არ აწერს ხელს გათავსიუფლების შესახებ განცხადებას. იურისტის და სხვების ხელმოწერებიც არის იქ. მე როცა მოვედი, ეს პროცესი უკვე  დაწყებული იყო. ამ დეტალებზე უფრო ვრცლად თენგიზ თოფურიძეა საქმის კურსში,“ – ამბობს დიმიტრი კოპალიანმა.

კოპალიანი ასევე საუბრობს რეორგანიზაციის მიზეზებზე. მისი თქმით, ქუთაისის ბიუჯეტში ხარჯები აჭარბებს შემოსავლებს, რის გამოც აუცილებელი იყო კადრების შემცირება.

„კატასტროფულ მდგომარეობაშია ჩვენი ბიუჯეტი. 20-30 %-ია შემოსავლები, ხარჯები კი 80%-ს აჭარბებს. სწორედ ამან გამოიწვია რეორგანიზაცია, ჩვენი მიზანია, ცვლილებები მოხდეს იმიტომ, რომ როგორმე დავეხმაროთ ბიუჯეტს,“ -განაცხადა დიმიტრი კოპალიანმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1919
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია