დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რატომ არ შურს ფინანსთა მინისტრს ქუთაისის ახალი მერის?
2013/06/14 17:14:11

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური ქუთაისის ახლადდანიშნულ მერს , დიმიტრი კოპალიანს შეხვდა. მათ ერთობლივად მოინახულეს ავტობანის მშენებლობაზე მიმდინარე სამუშაოები. მინისტრმა მერს განუცხადა: "მართალი გითხრათ, თქვენი არ მშურს, რადგან პრობლემებით სავსე ქალაქი ჩაიბარეთ."როგორც ცნობილია, დაგეგმილი იყო, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ მაგისტრალს, გვერდი აევლო ქუთაისისთვის, რაც ქალაქის პარალიზებას გამოიწვევდა.  ქუთაისის მერიის ახალი ინიციატივით, ავტობანი შესაძლოა შეუერთდეს ნიკეას დასახლებას.

დიმიტრი კოპალიანი: " ავტობანი შეუერთდება ნიკეას დასახლებას და ეს იქნება, მნიშვნელოვანი შემოვლითი გზა ქუთაისისთვის. ახლა გადავედით დეტალების შესწავლაზე, დავათვალიერეთ ეს გზა და იმედი მაქვს, რომ ის მალე დასრულდება."

ნოდარ ხადური;" ეს პროექტი ადასტურებს იმას, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რონმელიც ქვეყნის ეკონომიკას გამოადგება აუცილებლად დასრულდება . ახლა ვმუშაობთ ინიციატივაზე, რომ ავტობანი შეუერთდეს ქუთაისს. ინფრასტრუქტურა იყოს მოწესრიგებული, რათა ქუთაისმა დაიმკვიდროს თავისი ამბიციური ადგილი ქვეყნის ეკონომიკაში"

ავტობანის მშენებლობაზე ათასამდე ადამიანია დასაქმებული.   

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1871
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია