საბერძნეთმა განვითარებული ქვეყნის სტატუსი დაკარგა
მსოფლიოს საფონდო ინდექსების წამყვანმა პროვაიდერმა MSCI Inc.-მ შეცვალა
საბერძნეთის საფონდო ბაზრის შეფასება და ქვეყანა განვითარებულის
სტატუსიდან განვითარებადში გადაიყვანა.
სააგენტო ”ბლუმბერგის” ინფორმაციით, ინდექსი ”MSCI Greece” არ შეესაბამება იმ
კრიტერიუმებს, რასაც ფასიანი ქაღალდების ბაზრის მხრივ განვითარებული ქვეყნის
სტატუსი მოითხოვს.
სააგენტოს ცნობით, პრობლემა საბერძნეთს უკვე ორი წელია, რაც აქვს. მათივე
განმარტებით, საბერძნეთის საფონდო ბირჟის ერთობლივი კაპიტალიზაცია, 2007
წლიდან დღემდე, 91 პროცენტით დაეცა.
საფონდო ბაზრის ექსპერტები აცხადებენ, რომ სტატუსის შეცვლის გამო,
შესაძლოა, ინვესტორებმა ბერძნული კომპანიების აქციები საკუთარი ფინანსური
პორტფელიდან ამოიღონ.
საბერძნეთის საფონდო ბაზარი განვითარებულის სტატუსით 2001 წლიდან
მოქმედებს. დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე
ანალოგიური სტატუსით 22 ქვეყანა მონაწილეობს. მათ შორისაა: რუსეთი, ჩინეთი,
ინდოეთი და ბრაზილია.
მსოფლიოს საფონდო ინდექსების წამყვანმა პროვაიდერმა MSCI Inc.-მ შეცვალა საბერძნეთის საფონდო ბაზრის შეფასება და ქვეყანა განვითარებულის სტატუსიდან განვითარებადში გადაიყვანა. სააგენტო ”ბლუმბერგის” ინფორმაციით, ინდექსი ”MSCI Greece” არ შეესაბამება იმ კრიტერიუმებს, რასაც ფასიანი ქაღალდების ბაზრის მხრივ განვითარებული ქვეყნის სტატუსი მოითხოვს. სააგენტოს ცნობით, პრობლემა საბერძნეთს უკვე ორი წელია, რაც აქვს. მათივე განმარტებით, საბერძნეთის საფონდო ბირჟის ერთობლივი კაპიტალიზაცია, 2007 წლიდან დღემდე, 91 პროცენტით დაეცა. საფონდო ბაზრის ექსპერტები აცხადებენ, რომ სტატუსის შეცვლის გამო, შესაძლოა, ინვესტორებმა ბერძნული კომპანიების აქციები საკუთარი ფინანსური პორტფელიდან ამოიღონ.
საბერძნეთის საფონდო ბაზარი განვითარებულის სტატუსით 2001 წლიდან მოქმედებს. დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე ანალოგიური სტატუსით 22 ქვეყანა მონაწილეობს. მათ შორისაა: რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია.