დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თბილისი ქვევრის ღვინის საერთაშორისო სიმპოზიუმს მასპინძლობს
2013/06/08 19:55:04

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-6 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში  6 -11 ივნისს ქვევრის ღვინის მე-2 საერთაშორისო სიმპოზიუმი იმართება.

სიმპოზიუმს დაესწრება 40-მდე უცხოელი სტუმარი - ქვევრის ღვინის ექსპერტები, სომელიეები, ღვინის თემებზე მომუშავე ჟურნალისტები, ასევე რესტორნებისა, სასტუმროებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები.

ქვევრის ღვინის მე-2 საერთაშორისო სიმპოზიუმის გახსნაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა. მისი განცხადებით ,,აღნიშნული გამოფენა ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას. ქვევრის ღვინო ქართული კულტურის ნაწილია და კარგია, რომ იგი ექსპერტების, სპეციალისტების აღიარებას იმსახურებს და იმკვიდრებს ადგილს უცხოურ ბაზარზე.“

სიმპოზიუმის ფარგლებში, 7 ივნისს ,,ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში ჩატარდა პანელური განხილვები და დისკუსიები, რომელსაც უძღვებოდნენ ცნობილი სომელიეები: ლინდა მილაგროსი (დანია), ჰაიდი ნამი (ბრიტანეთი), ფილიპ ეშომი (აშშ), ჯეფ ბერლინი (კანადა) და ვილიამ ფიჩი (აშშ). დისკუსიაში მონაწილე მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ღვინის შთამბეჭდავი მენიუს შექმნის ხელოვნება, როგორ დაიმკვიდრა ადგილი ჭაჭაზე დაყენებულმა ქვევრის ღვინომ მსოფლიოს საუკეთესო რესტორნების ღვინის მენიუში, რა არის მაღალი კლასის სარესტორნო ბიზნესის მიმდინარე ტენდენციები. ასევე ისაუბრეს ნატურალური ღვინის როლზე და როგორ შეიცვალა ღვინის მენიუ 10 წლის განმავლობაში. საქართველოში ჩამოსულმა სტუმრებმა გამოთქვეს მოსაზრებები, თუ როგორ წარმოუდგენიათ საუკეთესო ღვინის მენიუ ტრადიციულ ქართულ რესტორნებში, ასევე ქართული სამზარეულოსა და ღვინის შეთავსება.

სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების (საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია) ქვევრის ღვინის დეგუსტაცია. საქართველოს მხრიდან წარმოდგენილი იყო რაჭის, იმერეთის, კახეთის და ქართლის ქვევრის ღვინის ნიმუშები.

გამოფენისა და სიმპოზიუმის სტუმრებისთვის მოეწყობა ღვინის ტურები კახეთსა და იმერეთში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1717
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია