დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოფლის განვითარებისთვის 49 993 821 ლარი დაიხარჯება
2013/06/07 11:27:30

საქართველოს მთავრობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები დაამტკიცა. საქართველოს მასშტაბით დაფინანსდება 7 ათასამდე პროექტი, რომლის ჯამური ღირებულებაც არის 49 993 821 ლარი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონების მიხედვით პროექტებისა და თანხების რაოდენობა ასე განაწილდა:

· აჭარა - დაფინანსდება 630-მდე პროექტი; ჯამური ღირებულება - 4 890 032 ლარი;

· გურია - 580-ზე მეტი პროექტი, ჯამური ღირებულება - 2 859 401 ლარი;

· იმერეთი - 1490-მდე პროექტი, ჯამური ღირებულება - 8 692 472 ლარი;

· კახეთი - 550-ზე მეტი პროექტი, ჯამური ღირებულება - 6 631 499 ლარი;

· მცხეთა-მთიანეთი - 530-მდე პროექტი, ჯამური ღირებულება - 1 074 137 ლარი;

· ქვემო ქართლი - 445 პროექტი, ჯამური ღირებულება - 6 876 958 ლარი;

· რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - 320-ზე მეტი პროექტი; ჯამური ღირებულება - 1 488 992 ლარი;

· სამცხე-ჯავახეთი - 430-ზე მეტი პროექტი, ჯამური ღირებულება - 3 605 112 ლარი;

· სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1140-ზე მეტი პროექტი; ჯამური ღირებულება - 7 179 429 ლარი;

· შიდა ქართლი - 490-ზე მეტი პროექტი, ჯამური ღირებულებაა - 4 863 305 ლარი.

სამინისტროს ხელმძღვანელობის განმარტებით, საქართველოს 3500-მდე სოფელში ჩატარდა სოფლის კრებები, რომელზეც მოსახლეობამ თავად გადაწყვიტა, თუ რა პრობლემის მოგვარება იყო პრიორიტეტული მათი სოფლისთვის.

აღნიშნულ პროცესს მონიტორინგს უწევდნენ არასამთავრობო და რეგიონული მედიის წარმომადგენლები. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ძირითადად, დაფინანსდება სასმელი წყლის, შიდა სასოფლო გზების, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, გარე განათების, სარიტუალო სახლების, სპორტული მოედნების მოწყობა და სხვა პროექტები.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1879
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია