დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მსოფლიო ბანკი გზის განახლებისთვის 75 მილიონ დოლარს გამოყოფს
2013/06/06 15:23:19

საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის ხელი მოეწერა „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მეოთხე პროექტის“ დაფინანსების  შეთანხმებას.

ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს საქართველოს  ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის  სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა ჰენრი კერალიმ.  

პროექტის მიხედვით,  მსოფლიო ბანკი შეღავათიანი პირობებით გამოყოფს დაახლოებით 75 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს.

ამ თანხიდან 38 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს მსოფლიო ბანკის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD), ხოლო დაახლოებით 37 მილიონამდე აშშ დოლარს - მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA).

აღნიშნული პროექტი წარმოადგენს გაგრძელებას აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალისას, რომლის მშენებლობის დაფინანსების მიზნით, დღეის მდგომარეობით, მსოფლიო ბანკის მიერ ჯამურად გამოყოფილია დაახლოებით 292 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი ფინანსური რესურსი.

 აღნიშნული სახსრებით დაფინანსდა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აღაიანი-აგარას მონაკვეთი და ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა რიკოთის გვირაბს.

ახლანდელი  შეთანხმების თანახმად, გაკეთდება ჩქაროსნული მაგისტრალის აგარა - ზემო ოსიაურის მონაკვეთი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1830
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია