დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 2.0 მლრდ ლარითაა მომატებული
2013/05/28 16:45:55

2013 წლის 1 მაისის მდგომარეობით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 2.0 მლრდ ლარით, ანუ 15.8 პროცენტით გაიზარდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი  14.6  მლრდ ლარს  შეადგინს.  აქედან საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 2.6 მლრდ ლარია, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 17.6 პროცენტია.

უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 74.3 პროცენტი შეადგინა.

გასული თვე საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა. აპრილის თვის წმინდა მოგებამ  36.4 მლნ  ლარი შეადგინა.

ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილმა საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში 79.9 პროცენტი  შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 1 მაისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 20 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი.  15 ბანკის  საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალი მონაწილეობს, ხოლო 3  უცხოური ბანკის ფილიალია. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1721
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია