დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა გაზრდილია
2013/05/28 16:37:23

საქართველოს ეროვნული ბანკი საბანკო სექტორში განთავსებული დანაზოგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სტატისტიკური მონაცემებით, 2013 წლის პირველი მაისისათვის საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 8.2 მლრდ ლარია.

აღნიშნული მაჩვენებელი  198.4 მლნ ლარით ანუ 2.5 პროცენტით მეტია მიმდინარე წლის პირველი აპრილისთვის არსებულ მონაცემებზე.

აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა მოთხოვნამდე დეპოზიტების ზრდას 176.0 მლნ ლარით ანუ 5.2 პროცენტით. ვადიანი დეპოზიტები კი  22.4  მლნ ლარით ანუ 0.5 პროცენტითაა გაზრდილი.

შემცირებულია დანაზოგების დოლარში განთავსების მაჩვენებლებიც. დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 63.03 პროცენტი შეადგინა. ეს  1.11 პროცენტული პუნქტით ნაკლებია,  პირველი აპრილის მდგომარეობასთან შედარებით. 

აღნიშნული ეროვნულ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს უკავშირებენ. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში, ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 8.1 პროცენტი იყო, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 11.1 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე  –  7.2 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 79.9 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 17.9 პროცენტი შეადგენა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1790
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია