დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოფლის მეურნეობის სამინისტრო მეჩაიეობის განვითარებას იწყებს
2013/05/28 14:22:54

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ინიციატივით, დღეს  ქუთაისში „მრეწველთა სახლში" დასავლეთ საქართველოს მასშტაბით მოქმედ ჩაის მწარმოებლებთან სამუშაო ხასიათის შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანს ჩაის კულტურის აღორძინება და განვითარება წარმოადგენს.

თენგიზ სვანიძე (საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი): „მსოფლიოში ტენდენცია ისე მიდის, რომ ჩაის წარმოება და მასზე მოთხოვნა იზრდება, ამიტომ ჩვენ ყოველნაირად უნდა შევეცადოთ, ხელი შევუწყოთ ჩაის განვითარებას, მით უფრო, რომ ჩვენს ქვეყანას გააჩნია ამის პოტენციალი."

„სოფლის მეურნეობის სამინისრტოში დაწყებულია სახელმწიფოს მუდმივმოქმედი პროგრამის შედგენა, რომლის სახელწოდებაცაა „ჩაი", რაც მოიცავს არამარტო ნედლეულის წარმოებას, არამედ, მის გადამუშავებას და რეალიზაციას. დღეს დღეობით პირველი შეხვედრა ჩავატარებთ მეჩაიეობის რაიონების წარმომადგენლებთან. ერთად ვიმსჯელეთ იმ გზებსა და პროექტებზე, რაც ჩაის წარმოების განვითარებას და რეალიზაციას შეუწყობს ხელს, არამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც,"-აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველმა თამაზ კუნჭულიამ.

დღეს გამართულ შეხვედრაში დასავლეთ საქართველოში მოქმედი 12 ჩაის ფაბრიკის ხელმძღვანელი და რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას, მათი განცხადებით, სამინისტროს ინიციატივა ჩაის წარმოების განვითარებასთან დაკავშირებით, მისასალმებელია, ვინაიდან, მცირე მეწარმეებს ჩაის წარმოების განვითარებაში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ასევე, ჩაის წარმოება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მხრივაც წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1842
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია