დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„არა, მონობას!“
2013/05/14 18:56:47

დღეს პარლამენტთან აქცია გაიმართა

„არა, მონობას!“ – დღეს ამ და სხვა სლოგანებით ქუთაისში, პარლამენტის წინ, მუხიანი-იანეთის შემოვლითი გზის მშენებლობის მუშებმა აქცია გაიმართა. აქციას სოლიდარობა გამოუცხადეს „საქართველოს პროფკავშირების“ იმერეთის წარმომადგენლებმა და პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. შემოვლითი გზის მშენებლობა უკვე მე-9 თვეა მიმდინარეობს. ხელფასის მოთხოვნის შემდეგ მუშები სამსახურიდან გამოუშვეს, თუმცა, ოფიციალურად, არ არიან გათავისუფლებულნი. 

„ჩვენ არაერთხელ მივმართეთ უფროსობას, კუთვნილი ხელფასი მოეცათ ჩვენთვის, ამის საპასუხოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაგვითხოვეს. პასუხი მხოლოდ ის იყო, რომ თუ არ გინდათ მუშაობა, წაბრძანდითო. ორი თვეა, ხელფასები არ აგვიღია. კომპანია არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას და დაპირების რეჟიმში ვართ უკვე მესამე თვეა,“ – აცხადებს აქციის მონაწილე მამუკა ნაცვლიშვილი.

„შემოვლითი გზის მშენებლობა უკვე მე-9 თვეა, მიმდინარეობს. ხელფასის მოთხოვნის შემდეგ მუშები გამოუშვეს სამსახურიდან, თუმცა, ოფიციალურად არ არიან გათავისუფლებული. ჩვენ ხელთ გვაქვს წერილები,  რომელიც უნდა გადაეგზავნოს ადმინისტრაციას და კონსტიტუციით გათვალისწინებული წესის თანახმად, 72 საათის შემდეგ დაველოდებით პასუხს,“ – თქვა საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენელმა იმერეთში  ირაკლი იობიძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1942
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია