დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საქალაქო ტრანსპორტი საზაფხულო რეჟიმზე გადავიდა
2013/05/08 15:28:02

ახალი რეგულაციები ქუთაისის ტრანსპორტის სამსახურში  

ქუთაისის საქალაქო ტრანსპორტი ახალ რეჟიმზე გადავიდა. ზაფხულის რეჟიმის პირობებში  მიკროავტობუსები და ავტობუსები სამუშაო საათებს ერთი საათით გვიან დაასრულებენ. ტრანსპორტის სამსახურის გადაწყვეტილებით, ქალაქში მოძრავი ყველა მიკროავტობუსი 10 საათამდე იქნება ხაზზე. მორიგე მიკროავტობუსი კი სვლაგეზზე 11-ის ნახევარზე გავა. გასული წლების მსგავსად, საზაფხულო რეჟიმით მორიგე ავტობუსების დანიშვნა არ არის გათვალისწინებული, თუმცა ისინი ერთი საათით გაახანგრძლივებენ სამუშაო საათებს.

„ახალ რეჟიმზე გადავედით. ამიერიდან ქალაქში მოძრავი ყველა ავტობუსი და მიკროავტობუსი გახანგრძლივებული დროით იმუშავებს. ძველ რეჟიმს  სექტემბერ-ოქტომბერში ამინდის შესაბამისად დავუბრუნდებით,“- ამბობს ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი კახა კეპულაძე.

ამასთანავე ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია ქუთაისში ტრანსპორტის შესაძლო გაძვირებასთან დაკავშირებით, თუმცა ტრანსპორტის სამსახურში ამ მოსალოდნელი ცვლილების რეალობას არ ადასტურებენ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1726
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია