დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ზაქარია ქუცნაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა უკანონოდ მოპოვებული ქონების ლეგალიზაციას ითხოვს"
2013/05/01 18:29:25

ზაქარია ქუცნაშვილმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მედიისთვის სპეციალური განცხადება გააკეთა. მიზეზი უმცირესობის ერთ-ერთი წევრის, ზურაბ ჯაფარიძის „ფინანსური ამნისტიის“ შესახებ, კანონპროექტი გახდა.  ქუცნაშვილის განცხადებით, ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლები მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავენ და უკანონოდ მოპოვებული ქონების დაკანონებას ითხოვენ.

“ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტს შემოგვთავაზეს, რომ ის დანაშაულები, რომლებიც ჩადენილი იქნა 2004 წლის 1-ელი იანვრიდან 2013 წლის იანვრამდე კერძოდ, კომერციული მოსყიდვა, ტენდერის დარღვევით ჩატარება, ქონების გადამალვა, ყალბი აქციზური მარკების გამოყენება, გადასახადების არგადახდა - ამნისტირებული იქნას და შესაბამისმა პირებს, რომლებმაც უკანონოდ მიითვისეს ქონება დაუკანონდეთ ეს ქონება. სახეზეა აშკარა მცდელობა იმისა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი დანაშაულებრივი მოღვაწეობა გაათეთროს“. - ამბობს ქუცნაშილი.

დღეს პლენარული სხდომის განცხადებების ნაწილში ზაქარია ქუცნაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ბატონმა სააკაშვილმა პოლიტიკური კარიერა ცნობილი დანაშაულებრივი კამპანიით დაიწყო, რაც დანაშაულებრივი გზით ქონების ჩამორთმევას გულისხმობდა. „ახლა კი თავის კარიერას დაუსაბუთებელი ქონების ლეგალიზაციის მოთხოვნით ასრულებს.“ - განაცხადა ქუცნაშვილმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1779
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია