დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ენერგეტიკის მინისტრის ვიზიტი პარლამენტში კონსტრუქციულად შეფასდა
2013/04/04 18:57:26

დღეს ენერგეტიკის მინისტრსა და საპარლამენტო უმცირესობას შორის შეხვედრა 2 საათ-ნახევარი მიმდინარეობდა.  შეხვედრის დასრულების შემდეგ  „ნაციონალური მოძრაობის“ თითქმის ყველა წევრმა შეხვედრა კონსტრუქციულად შეაფასა. გიორგი ბარამიძემ და უმცირესობის კიდევ რამდენიმე დეპუტატმა კალაძეს საარჩევნო რიტორიკიდან გამოსვლა და რეალობის ობიექტურად შეფასება მოუწონა, რასაც,  მათი თქმით, მთავრობის ბევრი წარმომადგენელი ამ დრომდე ვერ ახერხებს.

ძირითადი კითხვები გაზიფიცირებას, გამრიცხველიანებასა და წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას შეეხებოდა. ირმა ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ ზოგადად, ასეთი ტიპის შეხვედრებს მიესალმება, რადგან ეს მთავრობაზე კონტროლის კარგი ბერკეტია. მაგრამ, მან კალაძეს პრემიერის ის წინასაარჩევნო განცხადება შეახსენა, სადაც ამბობდა, რომ საწვავის ფასი განახევრდებოდა, რადგან ეს ნახევარი ნაციონალების ჯიბეში მიდიოდა.

„რადგან მინისტრმა უარყო, რომ ტარიფებისა და საწვავის განახევრებაზე იყო  არჩევნებამდე საუბარი, მე სპეციალურად მისთვის ამოვიღე ბიძინა ივანიშვილის განცხადებები, სადაც დასტურდება, რომ პრემიერი ამ ყველაფერზე ნამდვილად საუბრობდა. მე მაინეტერესებს, რატომ არ განახევრდა ტარიფები და საწვავის ფასი? ვის ჯიბეში მიდის ახლა ბენზინის 1 ლარ, ან თუ ასეთი ლარი არ არსებობს, აღიარონ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ წინასაარჩევნო სპეკულაციები იყო“. - აღნიშნა ნადირაშვილმა.

მინისტრმა განაცხადა, რომ ამ თემაზე გამოძიება მიმდინარეობს და შედეგს სულ მალე მთელი საზოგადოება გაიგებს.

კახაკალაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ასეთი შეხვედრები მთავრობის მუშაობას უფრო ეფექტურს ხდის. მისივე თქმით, არსებობს კითხვები და მოთხოვნები უმცირესობის მხრიდან, რომელთა გათვალისწინებაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„რაც შეეხება წინასაარჩევნო დაპირებებს, ვადასტურებ, რომ ყველა დაპირება ეტაპობრივად აუცილებლად შესრულდება. შემცირდება ელექტროენერგიის ტარიფი, საწვავი რამდენიმე თეთრით გაიაფდა და იგეგმება, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს.“ – ამბობს კალაძე.

უმცირესობის კიდევ ერთი წევრის გიორგი თევდორაძის თქმით კი მინისტრი მოვიდა მოუმზადებელი, რადგან კითხვები შეეხებოდა გაზიფიცირების პრობლემებს და ის ამ ნაწილში მოუმზადებელი იყო. მისივე განცხადებით, საერთო ჯამში შეხვედრა კონტრუქციული იყო და მინისტრისგან მიიღეს დაპირება, რომ ის პრობლემა, რასაც ჰქვია ენერგორესურსების რეაბილიტაცია და რაც „ენერგოპროს“ ვალდებულებაცაა, მოგვარდება, რადგან საქართველოში ენერგორესურსები ვერანაირ კლიმატი ცვლილებას ვერუძლებს და ბოლო პერიოდში შუქის გათიშვა უფრო ხშირი გახდა.

თევდორაძის ეს ბრალდება მინისტრმა უარყო და არგუმენტად სტატისტიკა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, მისივე თქმით, ელექტროენერგიის გათიშვა კლიმატური პირობების გაუარესების მიზეზით მიმდინარე წელს წინა წლებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია.

დავით ბაქრაძის თქმით კი, რაღაც შეკითხვებს პასუხები გაეცა, მაგრამ ინტერესი კვლავ დარჩა და მან კახა კალაძისგან დაპირებაც მიიღო, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრა უმცირესობასთან კვლავ გაიმართება.

როგორც დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდა, არ არის გამორიცხული, რომ მაისში, როდესაც ენერგეტიკის მინისტრს გაზიფიცირების გაწერილი გრაფიკი ექნება, კვლავ მოხდეს შეხვედრა,  მაგრამ უკვე მაჟორიტარებთან.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1725
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია