დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
აშენდა-არაშენდა ვანში
2013/04/03 16:06:24

ვანის რაიონში სამშენებლო პროექტების შეჩერებაში საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ვანის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა ლეჟავა უმრავლესობის წევრს დავით ლორთქიფანიძეს ადანაშაულებს, რის შესახებ ლეჟავამ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.


„გასულ წელს, წინა ხელისუფლების პირობებში იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ვანის რაიონის ერთ-ერთ სოფელში აშენებულიყო სკოლა. ეს ორსართულიანი სკოლა უნდა ყოფილიყო, რისთვისაც გამოიყო თანხები. ეს პროექტი არჩევნების შემდეგ შეჩერდა. განათლების სამინისტროსგან მივიღე პასუხი, რომ ამ პროექტის მშენებლობა გაგრძელდებოდა და დასრულდებოდა, მაგრამ სკოლის მშენებლობა არ გარძელდა და როცა არაოფიციალურად მოვიკითხე, აღმოჩნდა, რომ ჩვენმა კოლეგამ, დავით ლორთქიფანიძემ ამ სკოლის მშენებლობის შეჩერება მოახერხა. ამის მარტივი მიზეზი აღმოჩნდა ის, რომ  ამ სკოლის მშენებლობის შეჩერება დამბრალდებოდა მე. არის მეორე მაგალითი, ვანის რაიონის სოფელ სულორში შეჩერდა გზის მშენებლობა, რომლის 90% უკვე დასრულებულია. ასევე მცდელობა იყო, შეჩერებულიყო ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობაც, მაგრამ მისი შეჩერება ვერ მოხდა, რადგან ამ პროექტის 90%-ს მსოფლიო ბანკი აფინანსებს. მე ყოველთვის ვცდილობ, ვიყო ეთიკური კოლეგების მიმართ, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოგიწოდებთ, რომ შიგნით, გუნდში, თქვენ მოიკითხოთ და განიხილოთ ეს საკითხი", - განაცხადა ლეჟავამ.

ვანის არქეოლოგიურ მუზეუმთან დაკავთირებით „psnews.ge"-მ გასულ თვეში მოამზადა მასალა, სადაც ნათქვამი იყო, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე ცრუობდა, როდესაც ამბობდა, რომ მუზეუმში სარემონტო სამუშაოები გრძელდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 7 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო „psnews.ge"-სთვის გამოგზავნილ წერილში აცხადებდა, რომ პროექტი მხოლოდ იდეის დონეზეა და ამ დროისათვის მუზეუმის რეკონსტრუქცისათვის თანხები არ გამოყოფილა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1634
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია