დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
20 პირობითი მსჯავრდებული სოფელში დასაქმდება
2013/04/01 12:45:33

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ ვითარებასა და პრობაციონერთათვის დაწესებულ შეღავათებზე ისაუბრა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიგა გიორგაძემ "p.s."- თან. როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, პირობით მსჯავრსა და სასჯელის შეკრებითობასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შედის.

გიგა გიორგაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა გაზარდოს ციხიდან გამოსული ადამიანების არა კონტროლი, არამედ მათი დასაქმების მექანიზმები, შესაბამისი პროგრამების განხორციელებით: „მიგვაჩნია, რომ მსგავსი სახის დახმარებით საგრძნობლად შემცირდება ყაჩაღობის და კრიმინალის ფაქტები. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან დავდეთ შეთანხმება, რის საფუძველზეც 20 პირობით მსჯავრდებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მართვის შემსწავლელ ერთთვიან კურსს გადის, მათ უკვე დაასრულეს თეორიული სწავლება და ამჯერად პრაქტიკულ კურსს გადიან. სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ, პრობაციონერები მიიღებენ შესაბამის სერთიფიკატს და თავიანთ რეგიონში მექანიზატორის სპეციალობით დასაქმების გარანტირებული შესაძლებლობა მიეცემათ.

 

მინისტრის მოადგილე ემხრობა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც მსჯავრის შეკრებითობის გაუქმებას ეხება: „დღევანდელი კანონმდებლობით, შესაძლებელია, ადამიანს პირობითი მსჯავრი ჰქონდეს 41 წელი, რაც არაადეკვატურია და საჭირო არ არის. ჩვენ შეგვაქვს კანონში ცვლილებები, რის საფუძველზეც პირობითი მსჯავრი მაქსიმუმ ექვსი და მინიმუმ ერთი წელი გახდება, აღნიშნული დრო საკმარისი იქნება დაკვირვებისა და კონტროლისათვის, რათა განმეორებითი დანაშაულის ჩადენის შანსი თავიდან იქნას აცილებული."

ინტერვიუს სრულ ვერსიას სასჯელაღსრულებბის, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის პირველ მოადგილესთან, რაც სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში არსებულ ვითარებას, ზეწოლის ფაქტებსა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების შექმნას გულისხმობს, "p.s."-ის მომდევნო ორშაბათის  ნომერში იხილავთ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1751
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია