დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დახარჯული თანხები
2013/03/29 17:39:18

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) საქართელოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გახარჯული თანხების შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას.   ინსტიტუტის ცნობით, ამის შესახებ მონაცემები ორგანიზაციამ თავად ადმინისტრაციისგან მიიღო, ოღონდ მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანა.

“აქვე აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აღნიშნული პასუხი წერილის გაგზავნიდან ერთ თვეში არ მიგვიღია, რის გამოც 2013 წლის 13 მარტს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შევიტანეთ ადმინისტრაციული საჩივარი. აღნიშნული პასუხი ადმინისტრაციული საჩივრის შეტანის შემდეგ მივიღეთ. საგულისხმოა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან საჯარო ინფორმაციის მიღება აქამდეც სირთულეს წარმოადგენდა, და მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სარჩელის შეტანის შემდეგ ვიღებდით პასუხს” - აღნიშნავს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

სულ 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში 26 პირის პრემიებზე დაიხარჯა 537 048 ლარი.

"როგორც მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, ყველაზე მაღალი პრემია 13 თვის მანძილზე პროტოკოლისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა ზურაბ დარჩიაშვილმა აიღო - 47 710 ლარი. გაცემული პრემიის ოდენობით მეორე ადგილზეა პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი ნათია ბანძელაძე - 40 013 ლარი. მესამე ადგილზეა პრეზიდენტის ერთ-ერთი მრჩეველი, რომელმაც 13 თვის მანძილზე 38 940 ლარის პრემია აიღო. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მოწოდებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული თანამდებობის პირების სახელები, შეუძლებელია დანამდვილებით იმის თქმა, თუ პრეზიდენტის შვიდი მრჩევლიდან რომელს ეკუთვნის ეს პრემია;

შედარებისთვის, დანარჩენი მრჩევლებიდან სამის 13 თვის პრემიები შეადგენს 17 400 ლარს, ერთის - 19 320 ლარს,  ხოლო  ორი  დანარჩენის -  2000 და 4000 ლარს. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პრემია აქვს აღებული პრეზიდენტის სამდივნოს უფროსს 13 თვის მანძილზე 32 240 ლარი“ - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, თუ შევადარებთ მრჩევლების მიერ აღებულ პრემიებს მათ თანამდებობრივ სარგოს, მივიღებთ, რომ ერთ-ერთმა მრჩეველმა 13 თვის მანძილზე ხელფასზე 1.49-ჯერ მეტი პრემია აიღო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის თანამდებობრივი სარგო განსაზღვრულია 2 300 ლარით. შესაბამისად, პრესსამსახურის უფროსი 13 თვის მანძილზე ხელფასზე 1.3-ჯერ მეტ თანხას იღებდა პრემიის სახით. ხოლო პროტოკოლისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა იგივე პერიოდში ხელფასზე 1.59-ჯერ მეტი თანხა აიღო პრემიის სახით.  სულ 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში 26 პირის პრემიებზე 537 048 ლარი დაიხარჯა.

რაც შეეხება სახელმწიფო შესყიდვებს, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსიტუტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2012 წლის მანძილზე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სახელმწიფო შესყიდვებზე სულ 3 040 723,48 ლარი დახარჯა. განვითარების ინსტიტუტის ცნობით, ამის შესახებ მონაცემები ორგანიზაციამ თავად ადმინისტრაციისგან მიიღო. IDFI-ის ინფორმაციით, 2012 წლის პირველი იანვრიდან 2013 წლის 31 იანვრის ჩათვლით  ადმინისტრაციამ  712 301  ლარის ბენზინი და 68289 ლარის დიზელი მოიხმარა.

რაც შეეხება ბალანსზე რიცხულ ავტომანქანებს, ადმინისტრაციას სულ 54 ავტომანქანა ემსახურება.    სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2012 წლის მანძილზე სახელმწიფო შესყიდვებზე სულ 3 040 723,48 ლარი დახარჯა. მაგალითად, პრეზიდენტის სასახლის დასათვალიერებლად მისული სტუმრებისთვის კვების მომსახურების შესყიდვაზე წლის მანძილზე 72 294,4 ლარი დაიხარჯა.

მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წლის 20 ოქტომბრიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტატში 15, ხოლო შტატგარეშედ 5 თანამშრომელი დასაქმდა, თუმცა IDFI-ს  დასაქმებული პირების ვინაობა და პოზიციები მხოლოდ ხუთი მათგანის შემთხვევაში მიაწოდეს; 2013 წლის 11 თებერვლის მონაცემებით კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტატში დასაქმებულია 139 თანამშრომელი, შტატგარეშედ - 5. 2010 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 11 თებერვლამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან საკუთარი ინიციატივით გათავისუფლდა 69 თანამშრომელი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1563
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია