დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საკრებულოს კიდევ ერთი წევრი მერის წინააღმდეგ
2013/03/27 16:20:26

ქუთაისის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრის, გიორგი შავგულიძის განცხადებით, საკრებულოს წევრებმა მხარი უნდა დაუჭირონ ქუთაისის მერის ბესიკ ბრეგაძის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნას.

ამის შესახებ დღეს საკრებულოს 29-სხდომის მიმდინარეობისას გიორგი შავგულიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს 33-ე მუხლის ბ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად საკრებულოს წევრებს შესაძლებლობა აქვთ,  ქალაქის მერს გამოუცხადონ უნდობლობა და გადააყენონ  თანამდებობიდან.

„თქვენ ხედავთ, თუ რა მდგომარეობაა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, გადათხრილია იქაურობა. არ ხდება მისი დროული მოწესრიგება. ეს თვითონ საქალაქო ცხოვრებას უქმნის პრობლემებს და ეს არის საკმაო საფუძველი იმისა, რომ ბესიკ ბრეგაძემ დატოვოს თანამდებობა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ყველა მის მივლინებას უნდა ჰქონდეს შედეგი. ამ შემთხვევაში მე ვერ ვხედავ შედეგს,“ – განუცხადა „psnews.ge“-ს გიორგი შავგულიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მღვდელაძემ შვეიცარიაში მივლინებაში მყოფი მერის და ასევე ვიცე-მერების დაუყოვნებლივ გადადგომა მოითხოვა.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1627
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია