დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეებმა ქუჩა გადაკეტეს
2013/03/28 14:31:26

ქუთაისში ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეებმა დღეს გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით ფალიაშვილის ქუჩა გადაკეტეს.  

„გზა იმიტომ გადავკეტეთ, რომ ბაზარში პროდუქტს ვერ ვყიდით. ქუჩა გარემოვაჭრეებით გაივსო, ბაზარში არავინ შემოდის. ოჯახი გვყავს სარჩენი, სახლში ერთი თეთრიც ვერ მიგვაქვს. მერიას მივმართეთ, მაგრამ არავინ გვაქცევს ყურადღებას,“ – აცხადებს ცენტრალური ბაზრის მოვაჭრე.

მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი დავით შელია აცხადებს, რომ სამსახურის ჯგუფები ყოველდღიურად გამოდიან, ამოწმებენ მოვაჭრეებს და მათ სიტყვიერ გაფრთხილებას აძლევენ, თუმცა გარემოვაჭრეები მაინც აგრძელებენ საქმიანობას, მერიას კი სხვა ბერკეტი არ გააჩნია პრობლემის მოსაგვარებლად. 

შელიას თქმით, დაჯარიმება და ადმინისტრაციული სახდელის დაწესება არა მერიის, არამედ ძალოვანი უწყების კომპეტენციას წარმოადგენს. 

ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფებოდა. თუმცა გერემოვაჭრეებისათვის დღეს არავის აუკრძალავს საქმიანობა. აქცია ნახევარი საათი გაგრძელდა.

გარემოვაჭრეების განცხადებით, თუ ფალიაშვილის ქუჩაზე ვაჭრობა არ შეწყდება, მომავალშიც გადაკეტავენ ქუჩას.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1642
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია