დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია 2012 წლის ქუთაისის ბიუჯეტის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს
2013/03/26 14:26:45

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობამ ქუთაისის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა მოაწყო. ასოციაცია ბიუჯეტის მონიტორინგს მთელი წლის განმავლობაში აწარმოებდა. შედეგების მიხედვით კი,  პროექტის „ჩაერთე შენი ქალაქის მართვაში“ ფარგლებში მომზადდა ბიულეტენი, სადაც დეტალურადაა გაწერილი კვლევის შედეგად დადგენილი დარღვევები და ხარვეზები. 

პაატა კლდიაშვილი, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენელი: „ჩვენი კვლევის შედეგების მიხედვით, მოვამზადეთ ბიულეტენი, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში მოცემულია თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, რომელიც მომზადებულია ადგილობრივი თვითმმართევლობის მხრიდან, ხოლო მეორე ნაწილში წარმოდგენილია საქართველოს ახალგაზრადა ეკონომისტთა მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგები. ასახულია ყველა ის საკითხი,რომელიც პრობლემური იყო. გამოვლენილია რამდენიმე უზუსტობა, რომლებიც დაკავშირებულია ადმინისტრაციულ ხარჯებთან, შრომით ანაზრაურებასთან, სახელფასო ფონდთან, პრემიებთან და მატერიალური დახმარების გაცემასთან. 

ჩვენს მიერ მომზადდა მითითებები, თუ როგორ უნდა გამოსწორდეს აღნიშნული პრობლემები, მითითებები მივაწოდეთ ადგილობრივ თვითმმართველობას, რომელთან ერთადაც აქტიურად ვთანამშრომლობთ.“

გასული წლის ბიუჯეტი საკრებულოს №143 დადგენილებით 364 450 000 ლარის ოდენობით განისაზღვრა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ბიუჯეტში შევიდა 13 ცვლილება და წლის ბოლოს 678 413 000 ლარი შეადგინა. გასული წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებად კი ქალაქის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, სკოლამდელი განათლება, კულტურა, რელიგია, სპორტი და საგანგებო სიტუაციების პრევენცია იყო.

ანგარიშის განხილვას წერეთლის უნივერსიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ესწრებიდნენ. კითხვა- პასუხის შემდეგ ყველანი შეჯერდნენ, რომ ქალაქის ბიუჯეტის საჯაროდ განხილვა და მონიტორინგი თვითმმართველობების მუშაობას გამჭვირვალეს და ეფექტურს გახდის.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1848
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია