დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის მოსახლეობა სოფლის დახმარების პროგრამაში აქტიურად ჩაერთვება
2013/03/19 16:35:37

ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობამ დღეს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის სხდომათა დარბაზში პროექტ „ჩაერთე შენი თემის მართვაში“ განხილვა მოაწყვეს. შეხვედრას იმერეთის რაიონების ყველა თემის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამ ეტაპისათვის პროექტი ზესტაფონისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება, რომლის ფარგლებშიც თითოეული თემის მაცხოვრებლებს გაეწევათ უშუალო კონსულტაციები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაგეგმვა-განხორციელების შესახებ, რის შემდეგაც თემებში შეიქმნება მოტივირებულ ადამიანთა საზოგადოებრივი ჯგუფები. ასევე, თემის საერთო კრებაზე მოხდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ორგანიზება.

პაატა კლდიაშვილი, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენელი: “„პროექტი ხელს შეუწყობს მოსახლეობის ჩართულობას თემის მართვის პროცესში და ადგილობრივები მიიღებენ მაქსიმალურ ინფორმაციას სოფლის დახმარების პროგრამების შესახებ.იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში, სხვა რაიონებშიც მოხერხდება პროექტის განხორციელება, გვაქვს საინფორმაციო ვებ-გვერდი,  სადაც დაინტერესებულ პირს სასურველი ინფორმაციის მიღება შეეძლება."

დავით გორდელაძე, იმერეთის მხარის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი: „აღნიშნული პროექტი მეტად მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებისათვის, სოფლებისა და თემებისათვის, რადგან ხელისუფლების მიერ დაიწყება  იმ პროექტის განხორციელება, რასაც „სოფლის მხარდამჭერი პროგრამა“ ჰქვია. პროექტი ითვალისწინებს სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც ეხმარება მუნიციპალიტეტებს იმაში, რომ მოსახლეობა აქტიურად იყოს ინფორმირებული და ჩართული ცალკეული პროექტების განხორციელებაში. ჩვენ მსგავს პროექტებს ყოველთვის მივესალმებით და ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციასთან მომავალშიც ვითანამშრომლებთ."

პროექტის ფარგლებში მომზადდება ბროშურები და შეიქმნება სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ვებ-რუკა.                       

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1652
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია