დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სასახლე, სადაც ბავშვები კედლიდან სოკოს კრეფენ...
2013/03/18 13:33:18

ქუთაისის იუსტიციის სალში მისულ მოქალაქეთა უმეტესოას, ალათ, არც კი სენდეა, რომ გასულ წლამდე აქ მოსწავლე-ალგაზრდოის სასალე ფუნქციონირედა (არქიტექტორ ამურ აკაის პროექტი) და მომავალი თაოის აღზრდა-განვითარეას ეწეოდა. მას შემდეგ, რაც მოსწავლე-ალგაზრდოის სასალეს ადგილის შეცვლა მოუდა, წელიწადზე მეტი გავიდა. დავინტერესდით, გაგვეგო, რას იქმოდა სასალე, თუმცა, ალათ, უპირველესი კითვა, რაც უნდა დამესვა, - სად არის ამამად მოსწავლე-ალგაზრდოის სასალე?

 

რკინიგზის სადგურიდან, დაახლოებით, 300 მეტრში, მრავალი დანგრეული შენობისა და განადგურებული ინფრასტრუქტურის ხილვის შემდეგ, საერთოდ გავიწყდებათ, რომ ქალაქში იმყოფებით. ეკალ-ბარდებით შემოვლებულ გზას თამარ მეფის ქუჩის 105 ნომერთან მივყავართ, სადაც ამ დროისათვის შენობის ორ სართულზე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა განთავსებული. აღნიშნული შენობა ადრე ქალაქის ?18 საჯარო სკოლას ეკუთვნოდა.

შესვლისთანავე სიძველეშეპარული კედლები და ნახევრად დამპალი იატაკი იპყრობს ყურადღებას, რასაც მძაფრი სინესტისა და კანალიზაციის სუნიც ერთვის, ყველაფერი ერთად კი სიტყვა „სასახლის“ მნიშვნელობას საეჭვოს ხდის...

დაწესებულებაში სასწავლო პროცესის დროს მივედი და სასახლის გარშემო არსებულ პრობლემებს უშუალოდ პედაგოგებისა და მშობლებისაგან გავეცანი.

ია ვერულაშვილი, სასახლის დირექტორის მოადგილე: „ჩვენ ახლანდელი იუსტიციის სახლის შენობაში ვიყავით, რომელიც იმ „ავბედითმა კომუნისტებმა“ 1982 წელს ბავშვებისთვის ააშენეს. როდესაც იუსტიციის სახლის აშენება გადაწყდა, ცენტრალური თუ ადგილობრივი მთავრობის მაღალჩინოსნებმა გვითხრეს, რომ შენობის დატოვების შემთხვევაში უკეთეს შენობაში გადაგვიყვანდნენ და შემდგომ, უკვე რეაბილიტირებულ ძველ შენობაში გამოგვიყოფდნენ ფართს. დაპირების შემდეგ ძველი ადგილიდან ცოტა ჩაგვაჩოჩეს და იქვე, ახლოს, სამხატვრო სკოლაში შეგვასახლეს.  მთელმა კოლექტივმა გავაორმაგეთ შრომა, რომ სასახლის არსებობის აუცილებლობა ეჭვქვეშ არ დამდგარიყო და მთავრობას ეთქვა: „ამათი უშენობობა როგორ შეიძლებაო?“ მაგრამ მცდელობა ამაო გამოდგა, ყოფილ შენობაში დაბრუნების ნაცვლად, მოგვცეს ნომერ მეთვრამეტე სკოლის შენობა. რომ მოვედით და ვნახეთ, ყველამ უკმაყოფილება გამოვთქვით, რის გამოც ადგილობრივი მთავრობიდან შენიშვნა მივიღეთ - როგორ შეიძლებოდა თურმე, ეს შენობა არ მოგვწონებოდა? თუმცა არჩევნების შემდგომი პერიოდისათვის უკვე თვითონვე გვპირდებოდნენ ახალ შენობაში გადაყვანას. აღსანიშნავია ისიც, რომ ინვენტარის გადმოტანაშიც კი არავინ დაგვხმარებია. ისევ ჩვენი ხარჯებით და სახსრებით მოვახერხეთ.

არასახარბიელო სიტუაციაა, სიძველის და ლპობის სუნია. დახმარებისათვის მივმართეთ მერიას, ცენტრალურ ხელისუფლებას, რის გამოც სულ „ოცდაჩვიდმეტი წლის ჩამშვებები“ გვეძახეს... ამასწინათ, ოფისმენეჯერი გაგვიხდა ცუდად. სასწრაფო რომ გამოვიძახეთ, ექიმმა გვითხრა, აქ ისეთი სუნი დგას, ამისგან გახდებოდა შეუძლოდო. საინტერესოა, ემეტებათ აქ მყოფი ბავშვები ამ მდგომარეობისთვის?

აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ გარკვეული პერიოდის წინ რამდენიმე ახალგაზრდამ გამოთქვა სურვილი ახალგაზრდული ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით, რაშიც მხარდაჭერა გამოუცხადეს ხელისუფლებიდან - ისე, რომ ჩვენ არც კი დაგვკავშირებიან, თუმცა ის იდეები, რაც მათ აქვთ, უკვე ხორციელდება ჩვენთან. როდესაც სასახლეს უჭირდა, მაშინ არავის გავხსენებივართ და ვერ გავიგეთ - ახლა სათავისოდ მოქმედებენ, თუ საჩვენოდ?“

მაგული ქავზინაე, ინოვაციებისა და  პროგრამების   ხელმძღვანელი:   „სასახლეში ხუთასამდე ბავშვი დადის და 33-მდე საგნობრივი, ათი კი დარგობრივი წრე ფუნქციონირებს. ეს ბავშვები რომ მივიღოთ და გაკვეთილები ჩავატაროთ, ხომ გვჭირდება ფართი? ეს ფართი დღეს აქ არ არის, ერთ ოთახში ერთდროულად ორი მასწავლებელი ატარებს მეცადინეობას, რაც წარმოუდგენელია. სასახლეში „არა“ არ იწერება, არც ნიშნები. ბავშვი აქ არა იძულებით, არამედ - დატვირთული სასკოლო გრაფიკის შემდგომ, თავისი სურვილით მოდის, რომ ესთეტიკური სიამოვნება მიიღოს და ცოდნა გაიღრმაოს. მაგრამ აქ არავითარი ესთეტიკა არაა.  მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე თავისთავში გულისხმობს ღონისძიებებს, რასაც ხშირად ვმართავთ, თუმცა ამისათვის ადგილი არ გვაქვს და გვიწევს ფართის ქირაობა. როგორ მოვახერხებთ ამას ყოველ ჯერზე? გვინდა, მოვიწვიოთ სტუმრები - მწერლები, მხატვრები, რომ ბავშვები უკეთ გაეცნონ მათ შემოქმედებას, მაგრამ აქ სტუმარს ვერსად დავსვამთ, ისეთი ვითარებაა, ნამუშევრების გამოფენასაც ვერ ვახერხებთ. გვინდა ჩვენი დარბაზი გვქონდეს. რაც დღეს არის, ეს სასახლე არაა. ჩვენ ისეთი შენობა დავკარგეთ, დღემდე მივტირით მას. იმედი გვქონდა, რომ ასე უყურადღებოდ არ დაგვტოვებდნენ.“

ვიტალი კაპანა, ხატვის წრის პედაგოგი, დავით კაკაბაძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი: „ფართი არ აქვს სასახლეს. ახლა 24 მოსწავლე მყავს და ერთად რომ მოვიდნენ, ფანჯრიდან უნდა გადავხტე, რადგან ოთახში ადგილი აღარ დარჩება ჩემთვის. არიან ხატვის წრეში ჩაწერის სხვა მსურველებიც, მაგრამ სწორედ ამ მიზეზის გამო უარით ვისტუმრებ მათ. 600-მდე ნამუშევარი გვაქვს და მათ გამოფენას ვერ ვახერხებთ, რაც აუცილებელია, რადგან ბავშვები რომ შრომობენ და სწავლობენ, მათი შემოქმედების წარმოჩენა ხომ უნდა ხდებოდეს.“

ფატი მეს, მშობელი: „სასახლე, თავისი სასწავლო-აღმზრდელობითი ფუნქციიდან გამომდინარე, გამორჩეული უნდა იყოს. აქ რომ მოვდიოდი, მეგონა, რომ რაღაც განსაკუთრებულში მოვხვდებოდი. ჯერ ერთი, ქალაქის ცენტრიდან საკმაოდ მოშორებითაა და ყველა უბნიდან აქ მოსვლა არ არის ადვილი, მეორეც - მე არ მაქვს იმის შესაძლებლობა, კერძოდ მოვამზადო ბავშვი, სადაც დავდივართ, ესეც საკმარისი იქნებოდა, ამიტომ მინდა, რომ ჩემს შვილს აქ ნორმალური პირობები დახვდეს. პედაგოგები არაჩვეულებრივები არიან, მაგრამ კანალიზაციის სუნი რომ დგას და იატაკი ჩავარდნამდეა მისული, ეს ნამდვილად ცუდია და ეს შენობა რომ არ შეესაბამება სასახლეს, ესეც ცხადია.“

შორენა ცეცლაე, მშობელი: „ბავშვები, რომლებიც აქ დადიან, ორიენტირებული უნდა იყვნენ სწავლაზე და ამაში ხელს არაფერი უნდა უშლიდეთ. მაგრამ როგორია, მოსწავლეები გაკვეთილზე კედლიდან სოკოს რომ კრეფენ? ბიოლოგიის მასწავლებელი გაკვეთილზე ამ სოკოებს იღებს და ისე უხსნის მოსწავლეებს, ეს ნორმალური ფაქტია? ასევე ცუდია, რომ სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს ერთ ოთახში, ერთდროულად უწევთ სხვადასხვა გაკვეთილზე ყოფნა. მოხარული ვიქნებით, თუ შენობის მხრივ სიტუაცია შეიცვლება, მასწავლებლების მიმართ კი მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.“

- რა ედი ელის სასალეს - იმავე შენოაში დარჩე, თუ იგეგმე მისთვის ალი ფართის გამოოფა? - ამ კითხვით მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორს მიშა აკაეს მივმართე, რაზეც შემდგომი პასუხი მივიღე.

- ბატონ ლადოსთან რომ მიხვიდეთ, გაერთიანებაში, უკეთესი იქნება, ის უკეთ მოგაწვდით იმ ინფორმაციას, რაც გაინტერესებთ.

- თქვენთვის არ არის ცნოილი იგეგმე თუ არა სასალისათვის ალი შენოის გამოოფა? შენოაში არსეული სუნი და ნესტი ავშვეის ანმრთელოისთვის სასარგელო არ უნდა ოს... 

- „ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ არის“ - ეს რა კითხვაა? ჯანმრთელობას, როგორც ასეთი, არანაირი საფრთხე არ ემუქრება, აქ არანაირი სუნი არ არის და არც ნესტი, ჩვეულებრივი შენობაა. ანდა, როგორ შეიძლება, ნესტი ბავშვების ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს? სისუფთავეზე კი სასახლეში არანაირი პრობლემა არ გვაქვს.

დირექტორის ამ „ამომწურავი“ პასუხის შემდგომ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მომავლის შესახებ კომენტარის გაკეთება ააიპ-ის, ქუთაისის კულტურულ-სახელოვნებო-საგანმანათლებლო გაერთიანების მმართველ ლადო პატარიეს ვთხოვეთ.

მან გვიპასუხა: „მოსწალე-ახალგაზრდობის სასახლესთან დაკავშირებით გვაქვს რაღაც გეგმები, რაზედაც ვმუშაობთ, თუმცა უახლოეს მომავალში რაიმე რადიკალური ცვლილება არ იგეგმება. რაც შეეხება სასახლეში არსებულ პირობებს, არანაირი პრობლემა იქ არ არის. თუკი ვინმე რაიმეთი უკმაყოფილოა, ჯერ ჩვენ უნდა მოგვმართოს, რომ ერთად ვიმსჯელოთ და არა - ჟურნალისტებს. ჩვენ ქუთაისში ვცხოვრობთ და აქ ყველგან ნესტია, აქედან გამომდინარე, ამ პრობლემას ვერავინ უშველის. კანალიზაციის სუნი კი არ არის, ფართიც საკმარისია. შეგახსენებთ, რომ იმ შენობაში ადრე ქალაქის ნომერ მეთვრამეტე საშუალო სკოლა არსებობდა. თქვენ არასწორი ინფორმაცია გაქვთ, გირჩევთ, ქუჩაში ნაპოვნ თემებზე ნუ აკეთებთ მასალებს.“

ვინაიდან პრობლემაზე პოლემიკა ჩემს კომპეტენციას არ წარმოადგენს, არც შევკამათებივარ. ეს   ვითომდა   „ქუჩაში ნაპოვნი, არასწორი ინფორმაცია“ კი უკვე ადგილზე მქონდა გადამოწმებული...

ცხადია, ვერც კონკრეტულად დირექტორი და ვერც ააიპ-ის მმართველი პრობლემას უშუალოდ ვერ გადაწყვეტენ, თუმცა ისინი არიან დამაკავშირებელი რგოლი სასახლესა და ხელისუფლებას შორის, ამიტომ მათი მეშვეობით უნდა ხდებოდეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის პედაგოგებისა და მოსწავლეების პრობლემების გახმაურება. ამის სურვილი კი მათგან, აშკარად, არ იგრძნობა... არადა, ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე ერთადერთი დაწესებულებაა, სადაც დღეს სოციალურად შეჭირვებულ ბავშვებს (და არამარტო მათ) უსასყიდლოდ შეუძლიათ სკოლის გარეშე, დამატებით, სწავლა-განათლების მიღება. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1589
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია