დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტი საგამოძიებო კომისიას ქმნის!
2013/03/07 23:36:10

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდე შემოსული საჩივრების საფუძველზე, პარლამენტში დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც მარეგულირებლის საქმიანობას შეისწავლის. საგამოძებო კომისიის შექმნას უმცირესობის წარმომადგენლებმაც დაუჭირეს მხარი.

„ჩვენთვის საპარლამენტო ფორმატი ნებისმიერი საკითხის განსახილველად მისაღებია. ამ შემთხვევაში საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციას მნიშნელოვანი წარმომადგენლობა ეყოლება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ საგამოძიებო პროცესი ობიექტურად წარვმართოთ.

ჩვენ შევეცდებით ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ კომისიაში და გავარკვიოთ რა ხდება სინამდვილეში ეროვნულ მარეგულირებელ კომისიაში. ჯერჯერობით, მარეგულირებლის დარღვევებზე საუბარი ნაადრევია. ეს არც კომიტეტის დასკვნაშია გაცხადებული. საუბარია იმაზე, რომ არსებობს რაღაც კითხვის ნიშნები და ფაქტები, ბრალდების მხარე ამას ასაბუთებს კიდეც. თუმცა, ჩვენ ამ დასაბუთებას მტკიცების ძალას ვერ მივცემთ მანამდე, ვიდრე არ ჩატარდება ობიექტური გამოიება და არ დაიდება კონკრეტული ფაქტები“- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

საქმე ეხება კომუნუკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში არსებულ მთელ რიგ დარღვევებს. სწორედ ამიტომ უმცირესობა და უმრავლესობა ვთანხმდებით, რომ შეიქმნას კომისია, რომელიც გაარკვევს მარეგულირებელში შექმნილ სიტუაციას და დადებს შესაბამის დასკვნას.

მარეგულირებელი კომისია იმისთვის არის საჭირო, რომ მედიაში არსებული მდგომარეობა დაარეგულიროს, თუმცა სამწუხაროდ ძალიან ბევრი პრობლემა შეიქმნა, ბევრი კითხვის ნიშანი დაისვა და ამიტომ მივიღეთ დროებითი საგამოძებო კომისიის შექმნის ობიექტური გადაწყვეტილება“ - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით, ან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი საკითხების შესასწავლად იქმნება. 

პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მიმართა. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რეგლამენტით დადგენილი წესით, დაკომპლექტდება კომისიის შემადგენლობა. კომისიაში უმრავლესობის წარმომადგენლობა კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარს არ უნდა აღემატებოდეს. 

მარეგულირებლის შემსწავლელი  საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის  21 თებერვალის სხდომას  უკავშირდება,  სადაც კომპანიების - "ახალი ქსელების", "ახტელისა" და "სისტემნეტის" გენერალური დირექტორების განცხადებები განიხილეს, რომელიც მარეგულირებელი კომისიის წევრების მიერ ჩადენილ  რიგ დარღვევებს ეხებოდა.

კომიტეტის შეფასებით, საკითხის განხილვისას გამოიკვეთა სამართლებრივი დარღვევები მარეგულირებელი კომისიის მხრიდან. კერძოდ, ადგილი აქვს კომისიის წევრების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენებას. ასევე, დოკუმენტების გაყალბებას, სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას, გადაწყვეტილებების მიღებისას ადმინისტრაციული წარმოების წესების დარღვევას. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრების მხრიდან ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევებზეც საუბრობს.

პარლამენტის დადგენილების პროექტის თანახმად, დროებით საგამოძიებო კომისია სამი თვის ვადით შეიქმნება, ხოლო მისი შემადგენლობა  12  დეპუტატით განისაზღვრება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1653
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია