დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სალარო აპარატის გამოყენების წესის დარღვევისთვის ჯარიმა შემცირდა
2013/01/08 17:54:54

სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევისთვის ჯარიმა 200 ლარამდე შემცირდა

საკონტროლო სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევისთვის დადგენილი ჯარიმის ოდენობა 500-დან 200 ლარამდე შემცირდა. საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ცვლილება 1 იანვრიდან შევიდა ძალაში.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა, სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევის პირველად გამოვლენისას შესაძლებელია სანქციის სახით გაფრთხილების გამოყენება.

მისივე თქმით, საგადასახადო კოდექსში განხორციელდა სხვა ცვლილებებიც. კერძოდ, დეკლარაციის დაგვიანების წარდგენისთვის დაწესებული სანქციის მინიმალური ოდენობა, 200 ლარის ნაცვლად, განისაზღვრა 50 ლარით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1710
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია