დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ელჩების გამოწვევას საგარეო საქმეთა სამინისტრო გეგმიურ როტაციას უკავშირებს
2013/01/05 09:59:41

საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება მთელი რიგი ქვეყნებიდან საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩების გამოწვევის თაობაზე, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამსახურეობრივ მოვალეობას აღარ შეასრულებენ ის ელჩები, რომლებმაც საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვეს თანამდებობები და ისინი, ვისაც როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა ეწურებათ.
ასევე ქვეყნის პირველმა პირმა გამოიწვია ის დიპლომატები, რომელთა შესახებაც შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობასთან კონსულტაციის საფუძველზე იქნა მიღებული. 

ამას გარდა, პრეზიდენტმა საფრანგეთში საქართველოს ელჩის ვაკანტურ თანამდებობაზე მთავრობის მიერ შეთავაზებული კანდიდატურა წარადგინა. ამ პოსტს ექსპერტი საარჩევნო საკითხებში ეკა სირაძე-დელონე დაიკავებს.

ელჩებმა 18 ქვეყანაში დატოვეს თანამდებობა. მათ შორისაა ელჩები ჩეხეთში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ბელგიასა და ლუქსემბურგში. თანამდებობა დატოვა ასევე საქართველოს ელჩმა ევროკავშირში.

როგორც ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი სალომე სამადაშვილი განმარტავს, მას თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება თავად არ დაუწერია და შესაბამისი უწყების განკარგულება უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

სამადაშვილი არ იზიარებს მისი მისამართით წარდგენილ ბრალდებებს, ვიწრო პარტიული ინტერესების შესახებ.

ხელისუფლების წარმომადგენლები კი ელჩების გათავისუფლებას პოლიტიკური ნიშნით უარყოფენ.

საგრეო უწყება ელჩების გამოწვევასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ელჩების გამოწვევა როტაციის ვადის გასვლას უკავშირდება.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირველ რიგში გამოიწვია ის ელჩები, რომელთაც გასდიოდათ როტაციის ვადა. ამიტომ ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკისგან დამოუკიდებელი ამბავი. როტაცია უნდა ხორციელდებოდეს, რადგან ეს არის დიპლომატიური ურთიერთობის ერთ-ერთი მთავარი პირობა. ზოგიერთი ელჩი, რომელსაც მუშაობის გაარძელების სურვილი აქვს, გააგრძელებს სამინისტროში მუშაობას, ან შეიძლება წავიდნენ სხვა საელჩოში სამუშაოდ", -განაცხადა ფანჯიკიძემ. 

ზოგიერთი ექსპერტის განცხადებით, ელჩების მასშტაბური როტაცია, მოცემულ მომენტში, დადებითად არ აისახება საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე. 

(ბ.ი.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1590
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია