დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქარ­თუ­ლი სო­ფე­ლი მი­ლი­არ­დი­ა­ნი დახმა­რების მო­ლო­დინ­ში
2012/12/24 13:19:30

მე-20 სა­უ­კუ­ნის 80-ია­ნი წლების ბოლოს სა­ქარ­თვე­ლო უკ­ვე ვე­ღარ ამარ­თლებდა იმ სახელს, რაც ძველ­მა ბერ­ძნებმა უწო­დეს. მი­წათ­მოქ­მედ­თა ქვეყანა­ში მე­ურ­ნეობის ერთ-ერ­თი დარ­გი, რო­მე­ლიც სტი­ქი­უ­რი გახდა და გა­ნად­გურ­და, სოფ­ლის მე­ურ­ნეობა იყო.

 

 

იყო პე­რი­ო­დი, რო­ცა ეროვ­ნულ მე­ურ­ნეობაში სოფ­ლის მე­ურ­ნეობა კარ­გავ­და ხვედ­რით წილს. ინ­დუს­ტრი­ა­ლი­ზა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში, რო­ცა ქარ­თუ­ლი სოფ­ლის დაც­ლამ მა­სობრი­ვი სახე მი­ი­ღო, აგ­რა­რუ­ლი სექ­ტო­რი არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი გახდა. აგ­რო­სექ­ტორ­ში და­საქ­მებული ადა­მი­ა­ნები, მძი­მე ფი­ზი­კუ­რი შრო­მის მიუხედა­ვად, ძა­ლი­ან დაბალ ანაზ­ღა­უ­რებას იღებდნენ მრეწ­ვე­ლობაში და­საქ­მებულებთან შე­და­რებით. მრეწ­ვე­ლობის დარ­გების პო­პუ­ლა­რობას გან­საზ­ღვრავ­და ძი­რი­თა­დად ის ფაქ­ტო­რი, რომ საბჭო­ურ ქვეყნებს არ გა­აჩ­ნდა ინ­დუს­ტრი­ა­ლი­ზა­ცი­ის ისე­თი სწრა­ფი ტემ­პი, რო­გო­რიც და­სავ­ლურ ქვეყნებს და სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი ქვეყნები სამ­რეწ­ვე­ლო პრო­დუქ­ცი­ის ნაკ­ლებობასაც გა­ნიც­დი­და. ამ დე­ფი­ცი­ტის აღ­მო­საფხვრე­ლად სა­ჭი­რო იყო ქა­ლაქ­ში შრო­მი­თი რე­სურ­სების რა­ო­დე­ნობის გაზ­რდა. სოფ­ლად მო­სახლეობის მე­ქა­ნი­კუ­რად კლებამ, ბუნებრი­ვი­ა, გა­მოწ­ვია აგ­როპ­რო­დუქ­ცი­ის კლება.

საზ­ღვრების გახსნამ და იმ­პორ­ტი­რებულ­მა სამ­რეწ­ვე­ლო სა­ქონ­ლის უხვმა შე­მო­დი­ნებამ საბჭო­უ­რი სამ­რეწ­ვე­ლო წარ­მოება გა­ა­კოტ­რა და ერთბაშად მი­ვი­ღეთ მე­ურ­ნეობის ორი ძი­რი­თა­დი დარ­გის, მრეწ­ვე­ლობისა და სოფ­ლის მე­ურ­ნეობის, გა­ნად­გუ­რება.

პოს­ტსაბჭო­უ­რი ქვეყნებიდან სა­ქარ­თვე­ლო ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ღა­რიბი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის უმე­ტე­სობა მსოფ­ლიო ბაზარ­ზე ვერ გა­დი­ო­და დაბალი ხარისხის გა­მო. ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს არ გა­აჩ­ნდა ენერ­გო­მა­ტა­რებლების სა­ექ­სპორ­ტო მა­რა­გი და, საბოლოო ჯამ­ში, მთლი­ა­ნი ში­და პრო­დუქ­ტის მო­ცუ­ლობის სწრაფ­მა კლებამ გა­მო­იწ­ვია სა­ქარ­თვე­ლოს ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის გა­დი­ნება საზ­ღვარ­გა­რეთ.

ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კის დეგ­რა­და­ცია მე-20 სა­უ­კუ­ნის 90-ია­ნი წლების ბოლომ­დე გრძელ­დებოდა. 1997 წლი­დან ქარ­თულ ბაზარ­ზე გა­მოჩ­ნდა ძი­რი­თა­დად ქარ­თუ­ლი წარ­მოების კვების პრო­დუქ­ტები, მაგ­რამ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ცია მოთხოვ­ნებს ვერ აკ­მაყოფი­ლებდა რა­ო­დე­ნობრი­ვად და ხარისხობრი­ვად.

რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, რა­ო­დენ დი­დი ინ­ვეს­ტი­ცი­აც არ უნ­და მო­ვახმა­როთ ქარ­თულ ინ­დუს­ტრი­ას, მსოფ­ლიო ინ­დუს­ტრი­ულ გი­გან­ტებს კონ­კუ­რენ­ცი­ას ვერ გა­ვუ­წევთ, ამი­ტომ სა­ჭი­რო გახდა მე­ურ­ნეობის სხვა დარ­გების  გან­ვი­თა­რებაზე ფიქ­რი. საზოგადოებას  კარ­გად ახსოვს, რამ­დე­ნად დი­დი აჟიო­ტაჟი იყო ატეხილი რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი მე­ურ­ნეობის აღორ­ძი­ნებას­თან და­კავ­ში­რებით. სამ­წუხარო ფაქ­ტი­ა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რის­ტულ-სა­კუ­რორ­ტო ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რამ კი არა, მიმ­დი­ნა­რე კრი­ზისს ისე­თი ქვეყნების აღ­ნიშ­ნულ­მა სექ­ტორ­მაც კი ვერ გა­უძ­ლო, რო­გო­რი­ცაა საბერ­ძნე­თი და ეს­პა­ნე­თი.

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და­პი­რება სოფ­ლის მე­ურ­ნეობის აღორ­ძი­ნება იყო. „ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტები“, „ახალი მე­მარჯვე­ნეები“, „ნაც­მოძ­რაობა“ თუ „ქარ­თუ­ლი ოც­ნება“ ზედ­მი­წევ­ნით გვპირ­დებოდ­ნენ ქარ­თუ­ლი სოფ­ლის აღორ­ძი­ნებას. მარ­თა­ლი­ა, ჯერჯერობით არ ჩანს სოფ­ლის მე­ურ­ნეობაში ჩა­დებული არც 1 მი­ლი­არ­დი და არც 4 მი­ლი­არ­დი, მაგ­რამ სოფ­ლის მე­ურ­ნეობაში ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­სარ­გებლოა ინ­ვეს­ტი­რება გა­ზაფხული­დან.

აღ­ნიშ­ნულ სა­კითხზე „პოს­ტსკრიპ­ტუ­მი“ და­ე­კითხა „ქარ­თუ­ლი ოც­ნების“ თე­მა­ტუ­რი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნელს, ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერტს, ბატონ დე­მურ გი­ორხელი­ძეს:

- სა­ქარ­თვე­ლო­ში სოფ­ლის მე­ურ­ნეობის გან­ვი­თა­რების  კონ­ცეფ­ცია  ჩვენს თე­მა­ტურ ჯგუფს და­მუ­შა­ვებული აქვს. აგ­რო­ნო­მი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით 13 რე­გი­ო­ნია ჩვენ­თან. ყვე­ლა რე­გი­ონს თა­ვი­სებური სპე­ცი­ფი­კა აქვს. იმ­დე­ნად  უნ­და გან­ვი­თარ­დეს ქარ­თუ­ლი სო­ფე­ლი, რომ ქა­ლაქ­სა და სო­ფელს შო­რის სხვაობა არ უნ­და იყოს ცხოვ­რების დო­ნის მიხედ­ვით. სოფ­ლის გან­ვი­თა­რება უნ­და მოხდეს მი­ლი­არ­დი­ა­ნი ფონ­დის სა­შუ­ა­ლებით. ეს ფონ­დი იარ­სებებს სოფ­ლის მე­ურ­ნეობის სა­მი­ნის­ტროს­გან და­მო­უ­კი­დებლად, რად­გან ფონდს თა­ვი­სი და­ნიშ­ნუ­ლება აქვს და სა­მი­ნის­ტროს - თა­ვი­სი. უნ­და შე­იქ­მნას ოთხი ტი­პის ბაზა­რი სოფ­ლის მე­ურ­ნეობის გან­ვი­თა­რებისათ­ვის: 1.სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ცი­ის; 2. აგ­რო­ტექ­ნი­კის; 3. კა­პი­ტა­ლის; 4. მი­წის. წი­ნა­აღ­მდეგ შემთხვე­ვა­ში სოფ­ლის მე­ურ­ნეობის გან­ვი­თა­რება ვერ მოხერხდება.

სამ­წუხაროდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­წების ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცია ჩა­სა­ტა­რებელია და, ამავ­დრო­უ­ლად, მი­წის ნაკ­ვე­თები მცი­რე ფარ­თობებად არის დაყოფი­ლი, რაც, ასე თუ ისე, ხელის­შემ­შლე­ლი პი­რობაა ფერ­მე­რუ­ლი მე­ურ­ნეობის გან­ვი­თა­რებისათ­ვის. ძა­ლი­ან ბევ­რგან სა­ვარ­გუ­ლების სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი გა­ნად­გურ­და ან დეგ­რა­და­ცი­ას გა­ნიც­დის. ქარ­თუ­ლი სოფ­ლის მე­ურ­ნეობის პრო­დუქ­ცია უნ­და იყოს ბიოპ­რო­დუქ­ტები, რო­მელიც ეკო­ლო­გი­უ­რი სი­სუფ­თა­ვის გა­მო მოთხოვ­ნა­დია არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მთელ მსოფ­ლიო­ში. ასე რომ, სა­ქარ­თვე­ლომ რამ­დე­ნიც არ უნ­და აწარ­მო­ოს სოფ­ლის მე­ურ­ნეობის პრო­დუქ­ცი­ა, მი­სი გა­სა­ღება არ გა­ჭირ­დება.

რამ­დე­ნად გა­ა­მარ­თლებს ჩვენს პი­რობებში მი­ლი­არ­დი­ა­ნი და­ფი­ნან­სება, რა და­დებითი და უარყოფი­თი მხარეები ექ­ნება, ამას გა­ზაფხულ­ზე შე­ვიტყობთ. იმე­დია,  სა­ქარ­თვე­ლო  „მი­წათ­მოქ­მე­დის“ სტა­ტუსს რე­ა­ლუ­რად დაიბრუ­ნებს.

 

რო­ლანდ ხოჯანაშ­ვი­ლი

ჭი­ა­თუ­რა

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1626
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია