დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ბაქო- თბილისი-ყარსის მაგისტრალის მშენებლობა გაგრძელდება
2012/11/07 13:05:24

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ  რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი ოთხი დოკუმენტი განიხილა და მხარი დაუჭირა მათ პლენარულ სხდომაზე გატანას.
პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი 2012 წლის 3 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის „ახალქალქი-ყარსის“ მონაკვეთზე დაგეგმილი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის ხელშეწყობის შესახებ“ ითვალისწინებს სახელმწიფო საზღვრებს შორის ტვირთებისა და პერსონალის გადაადგილების გამარტივებას. 

საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფო საზღვრებს შორის საქონლის, სატრანსპორტო საშუალებებისა და პირების გადაადგილების გამარტივების მიზნით, მხარეები თანხმდებიან „საქართველოში „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის „ახალქალაქი-ყარსის“ მონაკვეთზე დაგეგმილი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის ხელშეწყობის შესახებ“ შეთანხმება გააფორმონ. როგორც კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, შეთანხმება ზოგიერთ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობისგან განსხვავებული ნორმების დაწესებას გულისხმობს. თუმცა, საქართველოს „საერთაშორისო ხელშეკრულებების“ შესახებ კანონის თანახმად, შეთანხმებას, შიდა სახელმწიფოებრივ საკანონმდებლო აქტებთან მიმართებაში, უპირატესი იურიდიული ძალა მიენიჭება. 

ელისო გოლეთიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1672
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია