საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
PS („პოსტსკრიპტუმი“)
დამოუკიდებელი გაზეთი „P.S.” („პოსტსკრიპტუმი“) არის ერთ-ერთი წარმატებული დამოუკიდებელი რეგიონული გაზეთი. დაარსდა 1995 წელს ქუთაისში. დღემდე მისი მთავარი რედაქტორია ნატო (გულიზა) გუბელაძე. გაზეთი გამოდის ყოველ ორშაბათს. გაზეთი არის პრე­სის რეს­პუბლი­კუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის „ოქ­როს კალ­მის“ ლა­უ­რე­ა­ტი და სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო რე­გი­ო­ნუ­ლი გა­ზე­თის ტი­ტუ­ლის მფლობელი. ყოველკვირეულად გა­ზე­თი „პოს­ტსკრიპ­ტუ­მი“ ობიექ­ტუ­რად, მი­უ­კერ­ძოებლად აწ­ვდის მკითხველს უმ­თავ­რე­სი სა­ზო­გა­დოებრი­ვი-პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნების ანა­ლიზს, ს­თა­ვა­ზობს ოპე­რა­ტი­ულ ინ­ფორ­მა­ციას, ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძიების მა­სა­ლებს, აღწერს კულ­ტუ­რის, გა­ნათ­ლების, სპორ­ტის, შოუბიზ­ნე­სის სამყარო­ში მიმდინარე მოვლენებს, წარმოაჩენს სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებს. გაზეთი ცდილობს არ ჩამორჩეს თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზა­ი­ნის სიახლეებს. გა­ზეთ „P.S.”-ის („პოს­ტსკრიპ­ტუ­მის“) რუბრი­კები, თე­მები და დი­ზა­ი­ნი წლების მან­ძილ­ზე იც­ვლება და იხვე­წება. მკითხვე­ლის გან­სა­კუთ­რებულ მო­წო­ნებას იმ­სახურებს რუბრი­კები: „ხალხი და ხელი­სუფ­ლება“, „პო­ლი­ტი­კა“, „ჩვენს გარ­შე­მო“, „ქუ­თა­ი­სიც ქა­ლა­ქია...“, „სუ­ლი­ე­რება“, „ჩვე­ნი ენა ქარ­თუ­ლი“, „რა­რი­ტე­ტები“, „ჩი­ნოვ­ნი­კები უჰალ­სტუხოდ“, „აქ­ცენ­ტი“, „კულ­ტუ­რა“, „გა­ნათ­ლება“, „ეკო­ლო­გია“, „შოუბიზ­ნე­სი“, „გო­გო­ნები და ბიჭები“, „სიტყვას ითხოვს მკითხვე­ლი“ და სხვ. ასე­ვე სპე­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დები და ჩა­ნარ­თები, რომ­ლებიც ეძ­ღვნება გენ­დე­რულ და სო­ცი­ა­ლურ თე­მებს, ეკო­ნო­მი­კას, ტრე­ფი­კინგს, არ­ჩევ­ნებს, დე­მოკ­რა­ტი­ულ მშე­ნებლობას, სხვა­დასხვა სა­ზო­გა­დოებრივ-პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებს. მკითხველ­თან და­საახლოებლად რე­დაქ­ცია სის­ტე­მა­ტუ­რად აწყობს შეხვედ­რებს, გა­მო­კითხვებს, შე­მოქ­მე­დებით კონ­კურ­სებს, სახალი­სო ვიქ­ტო­რი­ნებს, საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ციებს. გა­ზეთ­მა „P.S.”-მა („პოს­ტსკრიპ­ტუმ­მა“), სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ციების და­ფი­ნან­სებით, არა­ერ­თი სე­რი­ო­ზუ­ლი პრო­ექ­ტი გა­ნახორ­ცი­ე­ლა რე­გი­ონ­ში.

ახალი ამბები

«234567891011»
Spacer
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია