დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" არჩევნების მეორე ტურს აფასებს
ავტორი:
2014/ივლისი/15 12:30:02
"საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს თბილისსა და რამდენიმე რეგიონში დააკვირდა. ასოციაციის შეფასებით, 12 ივლისს ხმის მიცემის პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და არსებით დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.
როგორც "ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციაში" აცხადებენ, ამავდროულად, აღსანიშნავია ის მცირედი ინციდენტები და ტექნიკური ხარვეზები, რომლებიც უბნებზე ფიქსირდებოდა, თუმცა, როგორც პირველი ტურისგან, ისე, წინა საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსხვავებით ამ ხარვეზების მნიშვნელობა და სიხშირე გაცილებით ნაკლები იყო.
"ხსენებული გარემოება მისასალმებელია და ქვეყანაში ზოგადად საარჩევნო სისტემისა და გარემოს გაჯანსაღებაზე მეტყველებს. ხაზი უნდა გაესვას რიგ შემთხვევებში ერთი შენობიდან საარჩევნო უბნების დეკონცეტრაციას, ანუ, მათი რაოდენობის მინიმუმადე დაყვანას, რაც წარსულში ამომრჩეველთა შორის დაბნეულობას იწვევდა. როგორც ჩანს, ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ გაითვალისწინა წინა არჩევნებთან დაკავშირებით დაფიქსირებული რეკომენდაციები და შეეცადა მაქსიმალურად შეემცირებინა ხმის მიცემისას საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა გაურკვევლობაში მოხვედრის რისკი.
"საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის" პოზიციით, არჩევნებზე დაფიქსირებული აქტივობა, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით 36%-ს შეადგენს, საკმაოდ მაღალია შექმნილი გარემო ფაქტორების გათვალისწინებით. კერძოდ, მოახლოვებულ საშვებულებო პერიოდსა და არჩევნების II ტურს, რაც ქართული საარჩევნო გამოცდილებისთვის ნოვაცია იყო, შესაძლებელია გამოეწვია ინდიფერენტული დამოკიდებულება საზოგადოების მხრიდან. თუმცა, როგორც ქართველმა ამომრჩევლებმა, ისე, საარჩევნო პროცესის ჩატარებაზე პასუხისმგებელმა სახელმწიფო ინსტიტუციებმა, გამოიჩინეს სათანადო მზაობა, რაც ქვეყანაში დემოკრატიული ტრანზიციის პროცესის წარმატებით მიმდინარეობზე მეტყველებს", - ნათქვამია ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტების განცხადებაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 996
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია