დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ სააკაშვილი დაცვის წევრების დაკითხვაზე - ძალიან მახინჯი და უაზროა ეს ყველაფერი
ავტორი:
2014/ივლისი/15 09:00:01
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში მისი დაცვის ყოფილი უფროსის, დაცვის წევრებისა და ოჯახის დამხმარე ქალბატონის დაკითხვას გამოეხმაურა.
"გავიგე, რომ თემურ ჯანაშია, ჩემი დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი და ახლა უბრალოდ ჩემი თანაშემწე საზღვარზე გააჩერეს და ქვეყნიდან აღარ უშვებენ. ის უნდა დამხმარებოდა აქ რაღაცეებში.
წინა ჯერზე რამდენიმე ჩვენი წევრი დააკავეს კიევში რომ არ ჩამოსულიყვნენ და მე არ ვენახე. დღეს დაცვის თანამშრომლები დაკითხეს, პატრიოტი ბიჭები, რომლებიც შევარდნაძის დაცვაშიც იყვნენ. ისინი ნებისმიერ მთავრობას ემსახურებიან, ისინი არიან საქართველოს სამსახურში და არა რომელიმე ცალკეული პირის სამსახურში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს დაკითხვაზე დაბარებული ქალბატონი მისი მეუღლის, სანდრა რულოვსის დამლაგებელია და არა მზარეული, როგორც გამოაცხადეს. "სანდრა თვითონ აკეთებს საჭმელს და მზარეული არ სჭირდება", - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ის ყველაფერი, რაც ხდება, საბოლოოდ საქართველოს რეპუტაციას აზარალებს. "ყველაფერს ხომ აქვს რაღაც საზღვარი და რაღაც წესები ხომ უნდა არსებობდეს?! ძალიან მახინჯი და უაზროა ეს ყველაფერი უკვე. რა თქმა უნდა, ყველა მხრებს იჩეჩავს და ეს აზარალებს საქართველოს რეპუტაციას", -განაცხადა სააკაშვილმა.
საქმეს, რომელზეც მთავარ პროკურატურაში გუშინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის უფროსი, დაცვის წევრები და დამხმარე ქალბატონი დაკითხეს, გრიფი "საიდუმლო" ადევს.
PLAYER_GET_VIDEOFLASH
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 965
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია