დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მიხეილ სააკაშვილი ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში იმყოფება
ავტორი:
2014/ივლისი/14 22:30:02
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში იმყოფება. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი უკვე შეხვდა მინისტრთა კაბინეტის წევრებს.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ალბანეთის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებს მთელია დღეა აცნობენ საქართველოში განხორციელებულ იმ რეფორმებს, რომლებიც მათ ძალიან აინტერესებთ და ძალიან მოსწონთ.
"უკვე დიდი ხანია ამ ქვეყნის მთავრობა, ქვეყნის, რომელიც ნატო-ს წევრი და ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, გვიწვევს. ჩვენ მივიღეთ ეს მოწვევა და ჩამოვედით. ძალიან საინტერესო, შინაარსიანი, მრავალსაათიანი საუბრები გვაქვს. საბოლოო ჯამში ეს რა თქმა უნდა ემსახურება საქართველოს სახელის გატანას და საქართველოს რეპუტაციის კიდევ უფრო განმტკიცებას", -აღნიშნა სააკაშვილმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1038
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია