დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - საფრანგეთის რევოლუცია გახდა გარდამტეხი ეტაპი ევროპული ცივილიზაციისთვის
ავტორი:
2014/ივლისი/14 20:00:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთს ბასტილიის აღების დღე მიულოცა.
როგორც საფრანგეთის საელჩოში, ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, საფრანგეთის რევოლუცია გახდა გარდამტეხი ეტაპი ევროპული ცივილიზაციისთვის და ამ დღემ განსაზღვრა საფრანგეთის და შემდეგ უკვე მთელი ევროპის მომავალი.
"თქვენო აღმატებულებავ, ბატონო ელჩო, ქალბატონებო, ბატონებო! ძვირფასო ფრანგო მეგობრებო, ნება მომეცით, პირველ რიგში, გამოვხატო ჩემი გულწრფელი სიხარული, რომ პატივი მაქვს თქვენთან ერთად აღვნიშნო ეს დღე. მე მსურს, საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით მოგილოცოთ საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული დღესასწაული და გისურვოთ ყოველივე საუკეთესო. საფრანგეთი ორ საუკენეზე მეტია აღნიშნავს 14 ივლისს - ბასტილიის აღების დღეს. საფრანგეთის რევოლუცია გახდა გარდამტეხი ეტაპი ევროპული ცივილიზაციისთვის. ამ დღემ განსაზღვრა საფრანგეთის და შემდეგ უკვე მთელი ევროპის მომავალი. სწორედ ამიტომ ამ დღეს საფრანგეთთან ერთად აღნიშნავს ყველა, ვისთვისაც ძვირფასია დემოკრატიული ღირებულებები, ვინც ამ ღირებულებებით აშენებს საკუთარ ქვეყანას და მის მომავალს. დღეს მე კიდევ ერთხელ მეძლევა საშუალება მადლობა გადავუხადო საფრანგეთის პრეზიდენტს ბატონ ფრანსუა ორლანდს და ფრანგ ხალხს იმ დიდი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი იჩენენ ჩემი ქვეყნის - საქართველოს მიმართ ამ რთულ პერიოდში.
მე განსაკუთრებული დამოკიდებულება და სითბო მაკავშირებს საფრანგეთთან და ფრანგ ხალხთან. არ შემიძლია განსაკუთრებული ნოსტალგიით არ გავიხსენო ის ორი წელი, რომელიც მე გავატარე პარიზში. მე ვიყავი სორბონის უნივერსიტეტის სტუდენტი და ეს დრო ძვირფასი და სრულიად დაუვიწყარია ჩემთვის. ქალბატონებო და ბატონებო, მინდა გითხრათ, ჩვენთვის დიდი პატივია იმის ხილვა, რომ ჩვენმა სამხედროებმა ამ დილით პირველი მსოფლიო ომის 100 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ქართული დროშით ჩაიარეს პარიზში, ელისეს მინდვრებზე. ბატონო ელჩო, მე ასევე მინდა ვუსურვო წარმატებები და კეთილდღეობა თქვენს ქვეყანას და ფრანგ ხალხს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1027
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია