დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საქართველოს მთავრობა ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების გამო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს
ავტორი:
2014/ივლისი/14 19:30:02
საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების გამო და ისრაელის მოქალაქეებს სოლიდარობას უცხადებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში. მასში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა ასევე მწუხარებას გამოთქვამს ღაზას სექტორში დაპირისპირების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო.
"ამასთანავე, საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი გარეშე საფრთხისგან და მხარს უჭერს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი ქვეყანა, მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება.
იმისათვის, რომ თავიდან იყოს აცილებული კონფლიქტის შემდგომი გაღრმავება და უდანაშაულო ადამიანების დაღუპვა, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს, მოახდინონ სიტუაციის დეესკალაცია.
საქართველოს მთავრობა იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს ხანში შეწყდება ცეცხლი და დაპირისპირებულ მხარეებს შორის განახლდება სამშვიდობო მოლაპარაკებები, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ვითარების სტაბილიზაციას", -აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1014
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია