დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე - აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზე საუბარი არ არის
ავტორი:
2014/ივლისი/14 13:30:02
აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზე საუბარი იქნება, მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს საქართველოს ინტერესში იქნება , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ თუ რას ითვალისწინებს ჩანაწერი ასოცირების დღის წესრიგში, რომელიც ეხება ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მიღმა ვაჭრობის, მოგზაურობისა და ინვესტიციების წახალისების მიზნით ღონისძიებების გატარებას. საგარეო საქმეთა მინისტრი არ აკონკრეტებს თუ რას ნიშნავს ეს და აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ახალ მიდგომებს ავითარებს ყველა მიმართულებით.
"ძალიან მალე გაიგებთ იმ ღონისძიებებს რომელსაც ატარებს საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
რაც შეეხება კითხვას, შეიძლება თუ არა ეს უკავშირდებოდეს აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენას ან ერგნეთის ბაზრობის ამოქმედებას, მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზე საუბარი არ არის და ამის შესახებ სომხეთის პრეიზდენთან შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა.
"ამაზე საუბარი არ არის, მერამდენედ ვაკეთებ ამ განცხადებას. ამ თემაზე საუბარი არ არის და იქნება მხოლოდ მაშინ როცა იქნება საქართველოს ინტერსებში", - განაცადა მაია ფანჯიკიძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 902
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია