დაისვენე კურორტ ახალდაბაში
შევარდნაძის დაკრძალვასთან დაკავშირებით კრწანისის რეზიდენციაში პრეზიდენტი და პრემიერი მივიდნენ
ავტორი:
2014/ივლისი/13 16:00:02
ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვასთან დაკავშირებით კრწანისის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერი მივიდნენ. იქ იმყოფება მინისტრთა კაბინეტი თითქმის სრული შემადგენლობით , ასევე უცხოური დელეგაციები, დიპლომატები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.
როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, მართლაც უდიდესი პოლიტიკოსი გარდაიცვალა. "ორმა ადამიანმა ჯეიმს ბეიკერმა და გენშერმა ამომწურავად ისაუბრეს და ზუსტად შეაფასეს ედუარდ შევარდნაძის როლი მსოფლიო ისტორიაში", - აღნიშნა ხადურმა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა კი აღნიშნა, რომ აფხაზეთის ომის დროს მას პირადი კონტაქტი ჰქონდა ედუარდ შევარდნაძესთან თითქმის ყოველდღე. მისი განცხადებით, ედუარდ შევარდნაძე აფხაზეთის ომის დროს ხშირად იყო აფხაზეთში.
"მერე მასთან ოპოზიციაში ვიყავი და მქონდა კრიტიკული დამოკიდებულება, მაგრამ არ შეიძლება არ გავიხსენოთ ის დადებითი, რაც მან ქვეყანას, ასევე მსოფლიოს მოუტანა. ჩემთვის მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც საქართველოში განახორციელა, ეს არის ევროპული ინტეგრაცია, ევროპისკენ სწრაფვა მის დროს დაიწყო, ნატოსკენ ნაბიჯი პირველმა მან გადადგა", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1100
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია